მარტივი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში.
ჩიას მარცვლები დიდი ხანია სუპერფუდის სტატუსს ინარჩუნებს. მათ ამატებენ პურ-ფუნთუშეულში და ამზადებენ მცენარეულ პუდინგებს. ჩიამ არა მარტო სწორი კვების მოყვარულების ყურადღება მიიქცია, არამედ გახდომის მსურველთათვისაც მიმზიდველი გახდა. ჩიას წყალში გაზავებით სასარგებლო და დაბალკალორიულ სასმელს იღებენ, რომელიც დღიურ რაციონში კალორაჟის რაოდენობის შემცირებას უწყობს ხელს.

როგორ მუშაობს მოდური ჩია-წყალი?
- ჩიას მარცვლები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ცილებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით. სასარგებლო შემადგენლობა გეხმარებათ რაციონის დაბალანსებაში, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. რაც მთავარია, ჩია ბევრ სითხეს ითვისებს, მარცვლის ზედა ფენა ფუვდება და ავსებს კუჭს. წყალი ჩიას მარცვლებით ნაყროვანების გრძნობას შეგიქმნით, რაც საკვების მიღების სურვილს კლავს. ამასთანავე, ეს სასმელი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, რაც გეხმარებათ ტკბილის მირთმევისგან თავის შეკავებაში.

რეცეპტი
- იმისათვის, რომ მოამზადოთ მოდური სასმელი, საკმარისია 1½ სუფრის კოვზი ჩიას მარცვალი 200 მლ ცივ წყალში გააზავოთ. შედგით მაცივარში მინიმუმ ერთი საათით, იმისათვის, რომ მარცვლები აფუვდეს. შემდგომ გააზავეთ ერთ ლიტრ წყალში, დაუმატეთ ლიმონის ნაჭერი, ფორთოხალი ან კიტრი, რაც სასმელს მეტ გემოვნურ თვისებებს მიანიჭებს. ერთი ლიტრი წყლის მიღება უმჯობესია დღის განმავლობაში, მეორე დღისთვის კი თავიდან მოამზადეთ.
