სალათებს შორის ყველაზე პოპულარული სალათა "ცეზარი" ალბათ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას უყვარს, "ცეზარში" ხომ ყველა გემრიელი ინგრედიენტია: ხორცი, სალათის ფურცელი, მადისაღმძვრელი სოუსი და ყველი. გემრიელი სალათა კარგია, მაგრამ ერთი და იგივე სტანდარტული რეცეპტი ცოტა მოსაბეზრებელია...
ნახეთ სალათა "ცეზარის" რამდენიმე საინტერესო რეცეპტი
1. სალათა "ცეზარი" შემწვარი კვერცხით

ინგრედიენტები:
- 3 ½ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 მოზრდილი ნაჭერი ქათმის ფილე, შემწვარი
- 3 დიდი ნაჭერი კარგად გახუხული პური, მარილსა და ნიორთან ერთად
- 1 დაჭყლეტილი ნიორი
- ¼ ჭიქა ნაღები
- 1 ჩაის კოვზი ახალი ლიმონის წვენი
- ½ ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
- ½ ჩაის კოვზი შავი წიწაკა
- 6 კვერცხი
- ½ შეკვრა პარმეზანის ყველი
- სალათი აისბერგი
ცალკე მოათავსეთ აისბერგი, ცალკე - გახუხული პურები და სოუსის მზადება დაიწყეთ. ბლენდერში ჩაასხით მდოგვი, ნაღები, ნიორი, ლიმონის წვენი და აურიეთ. მოხარშეთ 3 კვერცხი და წვრილად დაჭერით, 3 კი შეწვით ტაფაზე.
სალათის ფურცლებს შეურიეთ ქათამი, პური, დაჭრილი კვერცხი და სოუსი. აურიეთ კარგად და მიღებულ გემრიელ მასას ზევიდან დაადეთ 3 შემწვარი კვერცხი. ბოლოს მოაყარეთ ბევრი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით.
2. სალათა "ცეზარი" გამომცხვარი ქათმით

ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა გახუხული და დაფხვილი პური
- 2 დიდი ნაჭერი გახუხული პური/ დაჭრილი კუბებად
- ½ ჭიქა პარმეზანი
- ½ ჩაის კოვზი მარილი
- ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 4 ქათმის ფილე
- 2 შეკვრა სალათის ფურცლები
- 1 ჩაის კოვზი მდოგვი
- ¼ ჭიქა ნაღები
- 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
აიღეთ ქათმის ფილე, წაუსვით მარილი, სუნელები და ფოლგით ღუმელში გამოაცხვეთ. შემდეგ კი სტანდარტული "ცეზარის" დრესინგი გააკეთეთ. ქათამი დაჭრით წვრილად და მიღებულ მასას შეურიეთ. კლასიკური "ცეზარისგან" განსხვავებით, ამ ვერსიაში ქათამი უფრო რბილი და ფაფუკი იქნება.
3. სალათა "ცეზარის" ბეიგელი

ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი "ცეზარის" სტანდარტული დრესინგი
- 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
- ½ ჩაის კოვზი შავი წიწაკა
- 1 ქათმის ფილე, კარგად შემწვარი
- 2 თხელი ხახვის ნაჭერი
- 1-2 სალათის ფურცელი
- ½ ჭიქა პარმეზანი
შეიძინეთ ბეიგელის პურები ან სახლში გამოაცხვეთ ის. გაჭერით შუაზე, წაუსვით პურს სალათა "ცეზარის" დრესინგი, შემდეგ ხახვი, სალათის ფურცელი და დაადეთ დაძიძგნილი, წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი. წაუსვით კიდევ ერთი ფენა დრესინგი და შავი პილპილი მოაყარეთ, შემდეგ - ყველი, ნიორი და ბოლოს პურზე კვლავ ცეზარის დრესინგი. გაჭერით ბეიგელი ორად და ცივად მიირთვით.
4. სალათა "ცეზარი" გრილზე შემწვარი კრევეტებით

ინგრედიენტები:
- 12 ცალი გრილზე შემწვარი კრევეტი
- 6 კბილი ნიორი
- 4 სუფრის კოვზი ახალი ლიმონის წვენი
- 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
- რამდენიმე სალათის ფურცელი
- 3 სუფრის კოვზი პარმეზანი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 1 ჩაის კოვზი მდოგვი
- 8 თხელი ბაგეტის ნაჭერი, დაჭრილი და გახუხული
როგორც წინა შემთხევებში, ცალკე მოათავსეთ სალათის ფურცელი და გახუხული პური. შემდეგ ბლენდერში დაამზადეთ სოუსი და გრილზე შემწვარი კრევეტები ქათმის მაგივრად შეურიეთ. გემრიელად მიირთვით.
წყარო: www.myrecipes.com