რუსული ესტრადის ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. მომღერალმა ფოტოები სოციალურ ქსელში სულ ახლახან გაასაჯაროვა. ქეთა და მისი რჩეული ლევ დენგოვი მილოცვებს იღებენ. წყვილმა ეს შესანიშნავი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა.
ქეთა 8 თვის ორსულია და ბიჭს ელოდება, მშობიარობამდე კი, როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობის გასერიოზულება მოინდომა.
ქეთამ სოციალურ ქსელში რამდენიმე სურათი გამოაქვეყნა და 8 თვის ორსულს თეთრი კაბა და წითელი ტუჩსაცხი ძალიან უხდება.
მომღერლის რჩეული ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ დანგოვია. ისინი 2019 წლიდან ერთად არიან. საზოგადოებისთვის მათი ურთიერთობა ახალი უკვე აღარ არის და ქორწილს ქეთას ფანები მოუთმენლად ელოდნენ.
ქეთას პირველი ქორწინებიდან გოგო, ოლივია ჰყავს და სულ მალე ოჯახს კიდევ ერთი პატარა შეემატება.