უკვე თითქმის ზამთარია და ქალბატონებმა თავის მოვლის ახალი რუტინაც დაიწყეს.
ცნობილია, რომ ზამთარში სახის კანს და თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სიცივე ჩვენს ხელებსაც აზიანებს, აშრობს და კანს უსიცოცხლოს ხდის.
ნახეთ სახლში დასამზადებელი ხელის 3 ნიღაბი, რომლებიც ზამთრის ცივ დღეებში კანს ღრმად დაატენიანებს.
ავოკადოს ხელის ნიღაბი
- 1 დაჭყლეტილი ავოკადო
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი იოგურტი
- 10 წვეთი ნებისმიერი სამკურნალო ზეთი
აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში, დაიტანეთ ხელებზე და სურვილის შემთხვევაში ფეხებზეც. შეიხვიეთ პოლიეთილენით ან პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთი. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ.
ქოქოსის კარაქის ნიღაბი
ამ ნიღბის ერთადერთი და განუმეორებელი ინგრედიენტი ქოქოსია, რომელიც კვებავს კანს.
აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი, წაისვით ხელებზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ 5 წუთი. არ ჩამოიბანოთ, გადაინაწილეთ. შემდეგ კი დამატენიანებლით დაიტენიანეთ ხელები.
კარტოფილის ხელის ნიღაბი
- 1 პატარა კარტოფილი
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ და შეურიეთ ზეთს. დაიტანეთ სუფთა ხელებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ და დამატენიანებლით დაასრულეთ რუტინა. ხელები დასვენებული, დატენიანებული და გაჯანსაღებული გექნებათ.
ნიღბებთან ერთად ერთ სკრაბსაც გასწავლით:
- 2/3 ჭიქა შაქარი
- ¼ ჭიქა ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი
- 1 ლიმონი
აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და წაისვით სკრაბი ხელზე, დაიმასაჟეთ კანი და მკვდარი უჯრედები მოიშორეთ. შემდეგ კი დაიტენიანეთ უკვე სკრაბით გაწმენდილი კანი.
წყარო: www.onecountry.com
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>