თუ თქვენი სხეულის მოსმენას ისწავლით, ყველაფრის ჭამა შეგეძლებათ.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვუსმინოთ მას.
მის სემინარებზე მოსწავლეები ცდილობდნენ საკვებისადმი ყურადღების გამახვილებას და დამოკიდებულების შეცვლას. ისინი მიირთმევდნენ ერთ პროდუქტს, რამდენიმე ეტაპად და მცირე პორციებით, რაც კმაყოფილების განცდას უჩენდათ.
სტატიაში გელით რამდენიმე მთავარი კითხვა, რაც საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ უამრავ უსარგებლო აზრს და დაბრუნდეთ დღევანდელ მომენტში, იმ მდგომარეობაში, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ დატკბეთ ყველაფრით.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:
მიიღეთ საკუთარი თავი, გამოიყენეთ თქვენი გრძნობები და ფიზიკური შეგრძნებები, რათა აირჩიოთ საკვები, რომელიც არ მოგწყინდებათ და ამავე დროს მუდმივად არ მოგინდებათ. თქვენი არჩევანი და გამოცდილება უნიკალურია და არ უნდა ემთხვეოდეს სხვათა გამოცდილებას.
არ არსებობს სწორი და არასწორი კვება! არსებობს მხოლოდ საკუთარი თავის და თქვენი სიგნალების გაგების სხვადასხვა ხარისხი.
ბანანი არის ხილი და არა „ყველა სახამებელი და შაქარი“.
პური არის ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი და არა „სიმსუქნის მიზეზი“.
სხვადასხვა საკვებს განსხვავებული თვისებები აქვს.
მათ სხვადასხვა რაოდენობის კალორიების შემცველობა და განსხვავებული შემადგენლობა აქვთ. ამასთან, ეს მათ ერთმნიშვნელოვნად არ აქცევს- ცუდ / მავნე / სასარგებლო საკვებად. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს მოსწონს კარგად დაბეგვილი ხორცი, როგორც მათი მთავარი კვების პროდუქტი, ზოგს კი არა. ვიღაცას ვაშლი სძულს და ა.შ..
როცა ჩვენი სხეული არ გვიყვარს და არც გრძნობებს ვუსმენთ, ხდება შემდეგი რამ:
- წონის მომატება - დანაშაულის გრძნობა - მუდმივი დიეტები.. ჭამა ხდება ერთ-ერთი მთავარი გზა თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად, რომელთა გადასაჭრელად ჯერ არ ხართ მზად. ზოგჯერ ეს აშკარა კავშირია და ზოგჯერ პირდაპირ ამბობთ: „წონაში დავიკლებ და დავიწყებ ჩემ პირადს მივხედავ“. ან: „წონაში დავიკლებ და სამსახურს შევიცვლი“.
ფიზიკური შიმშილი:
თანდათან ვითარდება;
იწყება ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ;
იწვევს დისკომფორტს მუცლის არეში;
შეუძლია კმაყოფილი იყოს ნებისმიერი სახის საკვებით;
იწვევს კმაყოფილების შეგრძნებას ჭამის შემდეგ.
ემოციური შიმშილი:
მოდის მოულოდნელად;
შეიძლება ჭამის შემდეგ მალე იგრძნოთ;
სურს მხოლოდ გარკვეული პროდუქტის, ან კერძის მირთმევა (მაგალითად, მხოლოდ ხორცი, ან ნამცხვარი გინდა);
გაქრობის შემდეგ იწვევს დანაშაულის განცდას.
პატივი ეცით თქვენს სხეულს და თქვენს გრძნობებსაც.
ზოგჯერ- წონის, სხეულის ვიზუალის ან კვების სირთულეების საკითხი უბრალოდ გზაა, რომელსაც უფრო ღრმა გამოცდილებამდე მივყავართ.