ყველაზე პოპულარული საახალწლო დეკორაციები 2021 წლისთვის (+ფოტო) - Marao

ყველაზე პოპულარული საახალწლო დეკორაციები 2021 წლისთვის (+ფოტო)

2020-12-01 17:08:38+04:00


როგორი საახალწლო დეკორაციები და რა სტილის ნაძვის ხის სათამაშოებია აქტუალური 2021 წლისთვის? ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

ჩვენ გადავხედეთ "ინსტაგრამზე" არსებულ საინტერესო და აქტუალურ ფოტოებს, რომლებიც შეიძლება თქვენი ინსპირაციის წყარო გახდეს.

რა თქმა უნდა, წელს მთავარი ფერი არის თეთრი. სწორედ ამიტომ, ბევრმა გადაწყვიტა, რომ თეთრი ფერის ნაძვის ხე დადგას. ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს, თეთრი ფერის სათამაშოები აირჩიეს, სხვადასხვა მკვეთრ ფერს შეუხამეს და ნაძვის ხე ამრიგად გაალამაზეს.

რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი ხარზე უნდა გადავიტანოთ და შესაბამისი სათამაშოც შევარჩიოთ. ზოგი ფუმფულა სათამაშოს ირჩევს, ზოგს კი ხის მასალით დამზადებული ურჩევნია.

აქტუალურია ვინტაჟურად მორთული ნაძვის ხეებიც, რასაც თავისებური ხიბლი აქვს.

თუ ოთახის საინტერესოდ გაფორმებას აპირებთ, თეთრი ფერის საათიც გამოგადგებათ.

არანაკლებ აქტუალურია მთლიანად თეთრად მორთული ნაძვის ხეც, რაც ერთგვარად თოვლის ფანტელებსაც მოგაგონებთ.