სამი ყველაზე ცნობილი ქართველი თინეიჯერი - ნახეთ ახალი თაობის ჩაცმის სტილი - Marao

სამი ყველაზე ცნობილი ქართველი თინეიჯერი - ნახეთ ახალი თაობის ჩაცმის სტილი

2020-12-03 19:17:49+04:00


ამ ბოლო წლებში თინეიჯერები მეტად აქტიურები გახდნენ სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე თავიანთი აუდიტორია და გამომწერები მოიზიდეს და ინფლუენსერების სტატუსიც მარტივად მიინიჭეს. მოზარდებში რომ იკითხოთ, ვინ არის რუსკა ქარქაშაძე, ანი ლოლაძე ან ევა ბარბაქაძე, უმეტესობა მათ მაშინვე ამოიცნობს.

ნახეთ სამი ცნობილი ქართველი თინეიჯერი, რომლებმაც პოპულარობა მარტივად მოიპოვეს.

პირველი ცნობილი თინეიჯერი ქართულ სოციალურ სივრცეში რუსკა ქარქაშაძეა, რომელიც ხალხმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაიცნო.

რუსკა სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" მონაწილეობდა, მას შემდეგ კი რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა.

რუსკა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს და უკვე პოპულარულია. პატარა მსახიობს და ტელეწამყვანს ძაღლი ჰყავს, რომელიც მის სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანს.

რუსკა გადაცემა "ჩათის" ერთ-ერთი წამყვანია. პატარა მსახიობს სპორტული სტილი მოსწონს და ეს მის ყოველდღიურობაში კარგად ჩანს, თუმცა, გადაღებებიდან გამომდინარე, ყველაფერს ირგებს და შესანიშნავ ფორმაშია.

შეიძლება ითქვას, რომ რუსკას პოპულარობა სერიალის შემდეგ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გაზარდა და ის დღეს საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი თინეიჯერია.

მეორე ცნობილი თინეიჯერი ქართულ სოციალურ სივრცეში შორენა ბეგაშვილის უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეა. ევა პირველი კურსის სტუდენტია და "კავკასიის უნივერსიტეტში" სწავლობს.

ხშირად ამბობენ, რომ ევა დედაზე ლამაზია. მოზარდი შორენასავით წარმატებულია და უკვე რამდენიმე გადაღებაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.

ევას სპორტულ-კლასიკური სტილი აქვს და ყველაფერს იდეალურად ირგებს. უმშვენიერესმა თინეიჯერმა ახლა ვარცხნილობა შეიცვალა და მოკლე თმაც საოცრად მოიხდინა.

შეიძლება ითქვას, რომ ევას პოპულარობა ნაწილობრივ შორენამ განაპირობა, თუმცა ევა ამ

გზაზე თვითონაც წარმატებით მიიწევს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მესამე თინეიჯერი, რომელსაც სოციალურ სივრცეში ყველა იცნობს, ანი ლოლაძეა. ანი ცეკვას აქტიურად მიჰყვება და პარალელურად ინფლუენსერის ცხოვრებით არის გატაცებული.

ანი პირველი კურსის სტუდენტია და მუდმივად შესანიშნავ ფორმაშია. მისი გამომწერები ამას ყოველთვის აღნიშნავენ.

ანის სპორტული სტილი მოსწონს, ცეკვიდან გამომდინარე, სპორტული სამოსის მორგებას ამჯობინებს, თუმცა კლასიკურ სამოსშიც მშვენივრად გამოიყურება.