ვიზაჟისტების რჩევები ყოველდღიური მაკიაჟისა და საღამოს მაკიაჟისთვის ზამთრის სეზონზე მზად არის.

ცისფერი ჩრდილები რეგულარულად ჩნდებოდა პოდიუმებზე, მაგრამ მალევე ქრებოდა. როგორც ჩანს, ზამთარი 2020-მა კვლავ დააბრუნა ტოპ-ტრენდებში, ვიზაჟისტებმა კი სერჟ ლიუტენის მემკვიდრეობა გააცოცხლეს. გადავარცხნილი, სველი ეფექტით თმა, ფერმკრთალი სახის კანი, წითელი ტუჩები და მკვეთრი ჩრდილები (ძირითადად, ცისფერი) - ასე გამოიყურებოდა სარეკლამო კამპანიის მოდელი, რომელიც სერჟმა შექმნა დიორისა და შისეიდოსთვის 1960 და 1980 წლებში. იმდროინდელ ბილბორდებზე გლამურული ქალები საღამოს კაბებში იყვნენ გამოწყობილნი, დღეს კი დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ცისფერი ჩრდილი ტყავის კოსტიუმებთან, ნაქსოვ კარდიგანებთან და სპორტულ ორეულებთან სინთეზში წარმოადგინონ.

მკაცრი საოფისე პიჯაკი ასევე იდეალურია ცისფერ ჩრდილებთან კომბინაციაში. სამსახურის შემდეგ საღამოს მაკიაჟის გამოცოცხლება წამწამებზე კონტურის დამატებითა და ისრების დახატვით შეგიძლიათ.
