2021 წლის მასპინძელი მრავალფეროვნების მოყვარულია. ასე რომ, თქვენი საახალწლო სუფრა ბევრი სხვადასხვა კერძითა და ტკბილეულით უნდა იმშვენებდეს თავს. ხარს არ უყვარს ზერელედ მომზადებული კერძები. შესაბამისად, აუცილებელია სწორად შერჩეული ვახშმის მომზადება. თეთრი ხარი საკმაოდ ესთეტია, გურმანი და სისუფთავის მოყვარული. შოკოლადის ნამცხვარი კი ერთ-ერთი აუცილებელი დესერტია, რომელიც მას უნდა დაახვედროთ.
ინგრედიენტები:
- მწარე შოკოლადი - 200 გ.
- კვერცხი - 3 ც.
- შაქარი - 150 გ.
- ბერძნული თხილი - 150 გ.
- კარაქი - 120 მლ.
- ფქვილი - 220 გ.
- საფუარი - 2 გ.
მომზადების წესი:
- შოკოლადი გაადნეთ ადუღებული წყლის ორთქლზე. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. დაფქვით თხილი, კვერცხი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თხილი კვერცხის მასას, მოურიეთ, დაასხით შოკოლადი თხილის და კვერცხის მასას და საგულდაგულოდ მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და საფუარი.
- გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. იმისათვის, რომ ნამცხვარს შესძინოთ საახალწლო განწყობა, მორთეთ წითელი კენკრებითა და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
გემრიელად მიირთვით!