დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. სიუჟეტში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ იმნაძემ პანდემიის დროს ძვირად ღირებული სახლი შეიძინა. აღნიშნული ქონება კი მის დეკლარაციაში არ არის შეტანილი.
როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, სახლი მის ოჯახს კოტე გოგელიამ აჩუქა, რომელიც მისი ცოლის ძმაა. ცნობისთვის, გოგელია დიზაინერ მაკა ასათიანის ქმარია.
"ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC-ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით, დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა ეჭვქვეშ დააყენოს.
სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას და შესაბამისად, მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემმა ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის.
განაგრძეთ კითხვა