2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა. ქართველმა მაყურებელმა, სახლში ხშირად ყოფნიდან გამომდინარე, ფილმები რომ ამოწურა, ახალი ტელეპროგრამის ასარჩევად გაეშურა და მათი ერთ-ერთი ფავორიტი: „შენ ჩემს კარზე დააკაკუნე“ გახდა, რომელშიც ჰანდე ერჩელს და ქერემ ბურსინს მთავარი როლი აქვთ.
საქართველოში, ალბათ, ცოტა ადამიანმა იცის, რომ მშვენიერი ჰანდე, როგორც მოდელი - 19 წლის ასაკში შენიშნეს და სილამაზის კონკურსებში დიდი წარმატება ხვდა წილად. ბევრს აინტერესებს მისი სიმაღლეც. ჰანდე სიმაღლეში 1.75 სმ-ია და ამჟამად 27 წლისაა.
წლების წინ ჰანდე ერჩელს რომანი ჰქონდა მსახიობ ექინ მერთ დაიმაზთან. წყვილი ერთმანეთს ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდა.
მშვენიერი მსახიობის შემდეგი რჩეული კი მომხიბლავი მურატ დალკილიჩი გახლდათ.
ჰანდესთან ერთად შეიყვარეს მისი ეკრანული პარტნიორი - სიმპათიური მსახიობი ქერემ ბურსინიც.
ქერემზე გოგონები იმდენად გიჟდებიან, რომ მთელი კოლექცია შექმნეს, სახელად: „ბურსინის სტილი“.
ქერემ ბურსინი თურქი მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც 1987 წლის 4 ივნისს თურქეთში, სტამბოლში დაიბადა..
მსახიობი არასდროს ყოფილა დაოჯახებული.
1999 წლიდან ქერემი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა, საბოლოოდ კი მეგობრის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ თურქეთში დააბრუნა.
მსახიობი ოსკაროსანმა პროდიუსერმა როჯერ კორმანმაც კი შენიშნა და ამერიკულ საშინელებათა ფილმში გადაიღო.
მომხიბლავ ქერემს ხშირად იღებენ ფილმებში, რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში.
თუ მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, მიხვდებით, რომ სპორტზე და ზოგადად, ვარჯიშზე უგონოდაა შეყვარებული.
ბევრს აინტერესებს ისიც, ჰყავს თუ არა რჩეული ამ მომხიბვლელ მამაკაცს.
მას რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან. წყვილი თავიდან უარყოფდა ამ ინფორმაციას, მაგრამ პაპარაცებმა დრო იხელთეს და ერთად ყავის სახლში დააფიქსირეს.

წყვილმა ბევრი შეთავაზება მიიღო მას შემდეგ, რაც მათი რომანის შესახებ გაირკვა.
„ არ მიყვარს, როცა ქალი თავისი გარეგნობით გეუბნება: "მომაქციე ყურადღება!“.
ქალი რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება, მით უფრო სექსუალური და მიმზიდველია“, - ამბობს მომხიბლავი ქერემი.