პოპულარული იუთუბერი წყვილის, თეონა ჩაჩუას და გიორგი დანელიას ოჯახური იდილია (+ფოტოები) - Marao

პოპულარული იუთუბერი წყვილის, თეონა ჩაჩუას და გიორგი დანელიას ოჯახური იდილია (+ფოტოები)

2020-12-18 21:16:59+04:00


გიორგი დანელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ქართველი იუთუბერია, თუმცა მას აქტიურობით არც მისი მეუღლე ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მზრუნველმა მამამ დოკუმენტური ვიდეო მიუძღვნა მისი და თეონა ჩაჩუას პირველი შვილის დაბადებას.

მშვენიერი თეონა სილამაზის ბლოგერია, რომელსაც ბევრი გამომწერი ჰყავს.

მზრუნველი მშობლები თავის პირველ შვილზე- კირაზე გიჟდებიან.

პატარას ხშირად იხილავთ მათ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოებში, რაც ძალიან სახალისოც არის.

ოჯახს კორონავირუსის გადატანა ერთად მოუწია. გიორგი და თეონა იმ პერიოდშიც ცდილობდნენ, რომ აქტიურები ყოფილიყვნენ, რაც ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეძლეს.

მათ რამდენიმე ვიდეო გადაიღეს, რომელშიც გამომწერებს სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ, თუ როგორ უნდა აერიდებინათ პანიკა, არ აჰყოლოდნენ შიშს და მსგავს სიტუაციას უშიშრად გამკლავებოდნენ.

პატარა კირა უკვე ძალიან პოპულარულია. მოსიყვარულე მშობლები ხშირად აქვეყნებენ შვილთან ერთად გადაღებულ პოზიტიურ ფოტოებს, „იუთუბ არხზე“ საინტერესო ამბებს გვიყვებიან და ცდილობენ კარგი განწყობა შეგვიქმნან.

თქვენ რას იტყვით, მოგწონთ გიორგის და თეონას ვიდეოები? მოდით, ერთად გადავხედოთ მათ ოჯახურ, სიყვარულით სავსე ფოტოებს.