დიზაინერ ანუკი არეშიძეს საკუთარი ფონდი აქვს და რეგიონში მცხოვრებ პატარებს ხშირად ეხმარება. ამჯერად დიზაინერმა კახეთის ერთ-ერთ სოფელში თოვლის ბაბუ ჩაიყვანა და ბავშვები საახალწლოდ დაასაჩუქრა, - ამის შესახებ ანუკის "ინსტაგრამიდან" გახდა ცნობილი.
დიზაინერმა ფოტოები "სთორიში" გამოაქვეყნა. სურათებში უამრავი სავსე ჩანთა ჩანს და თოვლის ბაბუ, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები უნდა აჩუქოს.
ცნობისთვის, ანუკის ოჯახი ქველმოქმედებით გამოირჩევა. გუშინ დიზაინერის მეუღლემ, კახა კალაძემ ერთ-ერთ ოჯახს ბინა ოფიციალურად აჩუქა. თავის მხრივ დიზაინერიც ცდილობს სიკეთის გაკეთებას და საკუთარი ფონდის მეშვეობით რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ხშირად ახარებს.
იხილეთ ფოტოები: