"3 წელია ერთად ვართ... მადლობა ზღაპრისთვის" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერ მეუღლეს ემოციური ვიდეო მიუძღვნა - Marao

"3 წელია ერთად ვართ... მადლობა ზღაპრისთვის" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა მილიონერ მეუღლეს ემოციური ვიდეო მიუძღვნა

2020-12-19 22:44:18+04:00


მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მილიონერი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია უკვე სამი წელია ერთად არიან, - ამის შესახებ ნანუკამ "ინსტაგრამზე დაწერა და მეუღლეს ერთად ყოფნის 3 წელი და ნიკოლოზობა ემოციური ვიდეოთი მიულოცა.

ნანუკას თქმით, სწორედ ამ დღეს გაიცნო წყვილმა ერთმანეთი და ამიტომ 19 დეკემბერი მათთვის განსაკუთრებული თარიღია.

"19 დეკემბერი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და თვე. 3 წელია ერთად ვართ და ეს დრო შეხვედრის პირველი წამიდან ითვლება და პირველი თვიდან იღნიშნება. სოც. ქსელში იმის ნახევარსაც არ ვაზიარებ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. მადლობა ყოველი დღისთვის და ზღაპრისთვის!", - წერს ნანუკა ინსტაგრამზე.