"სასწაული სილამაზეა, საოცრებაა" - ნახეთ ივანიშვილების საახალწლო დეკორაციები და ნაძვის ხე - ნანუკა და ბერა ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

"სასწაული სილამაზეა, საოცრებაა" - ნახეთ ივანიშვილების საახალწლო დეკორაციები და ნაძვის ხე - ნანუკა და ბერა ვიდეოს აქვეყნებენ

2020-12-25 12:17:19+04:00


საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა ცნობილი ქართველების წინასაახალწლო სამზადისი, ნაძვის ხე და დეკორაციები.

ამჯერად ივანიშვილების ოჯახის საახალწლო განწყობას გაჩვენებთ, - ამის შესახებ ვიდეო ბერამ სოციალურ ქსელში განათავსა. ვიდეომ ბერას გამომწერებისგან დადებითი კომენტარები დაიმსახურა.

"აი სად ყოფილა ახალი წელი", "სასწაული სილამაზეა", "საოცრებაა", - წერს ხალხი.

საზოგადოება მომღერალს და საერთოდ, ივანიშვილების ოჯახს დამდეგ ახალ წელსა და შობას ულოცავს.