2020 წელი მიიწურა და ბევრ ცუდთან ერთად საქართველოში კარგი ამბებიც მოხდა. თუ ცნობილ ქართველებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ეპიდ ვითარების ჟამს ბევრ მათგანს შეეძინა შვილი, ზოგიერთი კი ახლა ელოდება.
ვნახოთ, რომელი ქართველი სელებრითები არიან ორსულად და ვისთვის იქნება ამ კუთხით ბედნიერი 2021 წელი:
რუსკა მაყაშვილი
ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი ორსულად არის, - ამის შესახებ რუსკამ სულ ახლახანს აცნობა საკუთარ გამომწერებს.
რუსკას პატარა ბიჭი ილია ჰყავს, რომელიც თითქმის ყველგან დაჰყვება დედას. პატარა ილიას მალე ძმა ან და შემოემატება.
რუსკას გამომწერებიდან ორსულობა თითქმის ვერავინ შენიშნა, მსახიობს მხოლოდ მუცელი ეზრდება და შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
ნუცა ქავთარაძე
არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძეც ბავშვს ელოდება, - ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ნუცა ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანია.
ნუცა და არჩილი უკვე წლებია ქორწინებაში არიან და ეს მათთვის პირველი შვილია, ნუცა 2021 წელს იმშობიარებს.
ქეთა თოფურია
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაც სულ მალე იმშობიარებს და მეორე შვილის დედა გახდება.
ქეთა ულამაზესი ორსულია, ერთი თვის წინ, მომღერალმა ლევ დენგოვზე იქორწინა და ახლა დედობისთვის ემზადება.
ქეთას პირველი ქორწინებიდან პატარა გოგო, ოლივია გეიხმანი ჰყავს და სულ მალე მეუღLესთან ერთად მეორე ბავშვით განაგრძობს ცხოვრებას.
ანა გასიევა
გიორგი ყიფშიძის მესამე ცოლი ანა გასიევაც მეორე შვილს ელოდება. ანა მეორე ბავშვს 2021 წელში გააჩენს.
გიორგი ანაზე 20 წლით უფროსია და მათ უკვე პატარა ვაჟი, კოსმო ჰყავთ.