"ინდაურს შევეჭიდე და ძალიან გემრიელი გამომივიდა" - ხატია სიჭინავას ფავორიტი რეცეპტი ფორთოხლით, ლიმონით და ნივრით - Marao

"ინდაურს შევეჭიდე და ძალიან გემრიელი გამომივიდა" - ხატია სიჭინავას ფავორიტი რეცეპტი ფორთოხლით, ლიმონით და ნივრით

2020-12-31 12:23:16+04:00


ხატია სიჭინავა "ინსტაგრამზე" საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებს ინდაურს. გამომწერებს იქვე უზიარებს რეცეპტსაც:

"რას აკეთებთ საახალწლოდ?

მე ინდაურს შევეჭიდე.

რა თქმა უნდა #youtube-ზე ვუყურე.

ისეთი სურნელია სახლში, ვფიქრობ ძალიან გემრიელი გამომივიდა.

150 გრ კარაქში ვყრით გახეხილ ორ თავ ნიორს, ერთი ფორთოხლის კანს, ერთი ლიმონის კანს, მარილს, ინდაურის საკმაზს და ხელით მოვზილავთ.

ამ ყველაფერს ვუსმევთ ინდაურს შიგნიდან და გარედან კრემივით.

ინდაურის ტანში ვტენით ერთ ხახვს ოთხად გაჭრილს და ერთ ფორთოხალს ოთხად გაჭრილს.

ინდაურს ვუკრავთ ფეხებს კაპრონის ძაფით და ვდებთ ღუმელში.

მომწერეთ როგორი გამოგივათ.

ყველას წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ", - წერს ხატია.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>