ბედნიერება - ეს არის მდგომარეობა, რომელსაც გამუდმებით შევისწავლით და რომელიც „იზიდავს შესაფერისს“. როგორ უნდა შეიგრძნოთ ბედნიერება სიღრმისეულად და როგორ არ გახდეს ის დროებითი? ფსიქოლოგების რჩევა 3 პრაქტიკულ ჩვევაში მდგომარეობს.
შინაგანი მდგომარეობისთვის ბედნიერების სიმდგრადე დამოკიდებულია სამ ფაქტორზე: სხეულზე, ემოციებსა და გონებაზე. უნდა გააანალიზოთ, რომ პრაქტიკები პანაცეა ნამდვილად არ არის. თუკი არ გაქვთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, არ აქცევთ ყურადღებას ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას, ძილს და კვებას, არ ვითარდებით, ეს რჩევები არ გამოგადგებათ. საპირისპირო შემთხვევაში, თუკი თქვენს თავს დიდ დროს უთმობთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ცხოვრებაში სამი ჯანსაღი პრაქტიკის დანერგვა.
პრაქტიკა სხეულისთვის
- იმისათვის, რომ სხეულმა არ წაგართვათ ძალები და მოგცეთ საკუთარი თავის შემეცნებისა და განვითარების საშუალება, აუცილებელია დაიცვათ შინაგანი სისუფთავე და ჯანმრთელობა. რა არის რესურსის ძირითადი წყარო? სიამოვნება. როდესაც სხეული მოდუნებულია და ტკბება, ხდება დოფამინის გამომუშავება - ჰორმონის, რომელიც ბედნიერ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.
- შეეცადეთ თქვენს სხეულს ყოველდღიურად სამი სიამოვნება მიანიჭოთ. აუცილებელია, რომ ეს მოგწონდეთ თავად: შესაძლებელია იყოს მასაჟის პროცედურა, გემრიელი საუზმე ან საყვარელ ადამიანთან ჩახუტება. დღის განმავლობაში თავისუფალი დროის გამოჩენისთანავე დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ სუნთქვა. მიმართეთ თქვენი ყურადღება სხეულის შიგნით. შინაგანი შეხედულებით ყურადღებით „დაასკანერეთ“ საკუთარი თავი: თავიდან ბოლომდე. როდესაც დაასრულებთ, აუცილებლად მოდუნდით. თქვენი ყურადღება მიმართეთ იმ მხარეს, სადაც ყველაზე დაძაბული ხართ, ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა და ამოისუნთქეთ.
პრაქტიკა გრძნობებისთვის
- ადამიანს გააჩნია გრძნობები და ემოცია. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრძნობები იბადება შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხოლო ემოციები - მაშინ, როცა მათ გონებასთან ვაკავშირებთ. ამ შემთხვევაში პრაქტიკა მუშაობს საკმაოდ კარგად, რომელსაც „მდგომარეობის დღიური“ ეწოდება. გაიღვიძეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას გრძნობთ ამჟამად? სიბრაზეს, დაძაბულობას, მღელვარებას? კომფორტს, მოდუნებას, სიმსუბუქეს? შემდგომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას გრძნობთ იმ მომენტში, კავშირშია თუ არა რაიმე მოგონებასთან, წარსულთან ან მომავალთან? გადაეშვით იმ დროში და ნახეთ, ვინ დგას თქვენ გვერდით და რა ემოციას იწვევს თქვენში. როგორ შეცვლიდით გარკვეულ სიტუაციაში საკუთარ მდგომარეობას? რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაინიშნეთ შეგრძნებები. ერთ კვირაში მიხვდებით, რა ემოციებია თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დოზით და როგორ უნდა გადაჭრათ საკითხები.
პრაქტიკა გონებისთვის
- გონების გადასახედიდან ბედნიერებას მაშინ განვიცდით, როდესაც ინტერესი გვიჩნდება. ასე ცხოვრობენ ბავშვები სუფთა და გახსნილი გონებით, ახლის ძიებასა და შემეცნებაში, რისგანაც ბედნიერები ხდებიან. უფროსები კი მექანიკურად ვმოქმედებთ, რაც პროცესისგან გვაშორებს და შედეგზე გვხდის ორიენტირებულს. გვავიწყდება, რომ ხშირ შემთხვევაში პროცესი გვანიჭებს ბედნიერებას და სიხარულს. შეცვალეთ შიში ინტერესით. მაგალითად, გეშინიათ ახალი საქმის აღება. შეცვალეთ მიდგომა და დაფიქრდით: საინტერესოა, როგორ შევძლებ ამას? შიშის ინტერესზე გადატანა სრულიად სხვა ენერგიით დაგმუხტავთ და შედეგი გულწრფელად გაოცებულს დაგტოვებთ.
ამ სამი პრაქტიკის დანერგვის შემდეგ ნახავთ, თუ რამდენად მარტივად გაუმკლავდებით მღელვარებას და ახალ შესაძლებლობებს გაუღებთ კარს, რაც აუცილებლად მოგანიჭებთ ბედნიერებას.