ბერა ივანიშვილის ულამაზესი მეუღლე ნანუკა გუდავაძე 26 წლის გახდა და დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, ახალი ლუქით ფოტო გამოაქვეყნა, ნახეთ რა ღირს ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი:
საზოგადოების ყურადღება ამჯერადაც მიიპყრო მისმა სტილმა და სამოსმა. მას CECILIE BAHNSEN-ის ულამაზესი შავი, ხავერდის კაბა და DIOR-ის ფეხსაცმელი ეცვა.
კლასიკური, ქალური და დახვეწილი - ასე შეაფასეს სოციალურ ქსელებში მისი სტილი. როგორც ირკვევა, matchesfashion.com-ზე აღნიშნული ხავერდის კაბა 570 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც დაახლოებით, 2550 ლარია.
კაბასთან ერთად არანაკლებ ძვირადღირებული ფეხსაცმელი ეცვა ნანუკას.
ეს DIOR-ის ნახევრად ღია, საზაფხულო ფეხსაცმელი რამდენიმე უცხოურ საიტზე უკვე ამოყიდულია, თუმცა სადაც დარჩენილია გაყიდვაში 990 ევრო ღირს, რაც დაახლოებით 4000 ლარია.
საბოლოო ჯამში, ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის ლუქი დაახლოებით 6 500 ლარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო, შენ ბევრად მეტი ხარ იმაზე, რაზეც ოდესმე მიოცნებია" - როგორ მიულოცა ბერამ მეუღლეს იუბილე
რა ჯდება ნანუკა გუდავაძის რამდენიმე ლუქი
ბერა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ოჯახური ფოტოები