თურქი მსახიობი და მოდელი სერენაი სარიქაია დღეს თურქეთის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მსახიობია. მას, როგორც თურქეთში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ კარგად იცნობენ. სერენაის ცხოვრებით თურქული პრესა ხშირად ინტერესდებოდა და მისი რომანები ბევრისთვის დღემდე უცნობია.
ნახეთ თურქი მსახიობის, სერენაი სარიქაიას ყველა მამაკაცი:
29 წლის მომხიბვლელი მსახიობი სატელევიზიო სივრცეში 2006 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს რეიტინგულ სერიალებში. მის ცხოვრებაში თურქეთში წარმატებული მსახიობები ხშირად ჩნდებოდნენ და ჯერ კიდევ წლების წინ სერენაის ცხოვრებით პრესაც დაინტერესდა.
2013 წელს სერენაიმ სერიალ "გზაჯვარედინში" მთავარი როლი შეასრულა, სადაც თავისი სიყვარული, მსახიობი ჩაღათაი ულუსოი გაიცნო. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წელი ხვდებოდნენ, შემდეგ კი ტრაგიკულად დაშორდნენ.
სერიალი "გზაჯვარედინი" თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სერიალი იყო, სერენაისა და ჩაღათაის სიყვარული კი მაყურებელს გამორჩეულად მოსწონდა და მათი ერთად ყოფნა ფანებისთვის დიდი ზეიმი იყო. თითქოს ყველა ელოდა, რომ ეს ორი მსახიობი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იქნებოდა.
2014 წელს სერენაისა და ჩაღათაის რომანი პრესაში გავრცელდა და არც მსახიობებმა უარყვეს ეს. ეკრანული სიყვარული მხოლოდ ეკრანზე დარჩა ლამაზი, ჩაღათაი სერენაისთან რომანის პარალელურად მსახიობ დერეი შენსოის ხვდებოდა, რის გამოც სერენაი და ულუსოი ერთმანეთს დაშორდნენ.
თურქული პრესის მიხედვით, ჩაღათაი ნარკოტიკების მომხმარებელია და შესაძლებელი იყო მათი დაშორება ამასაც გამოეწვია, თუმცა მსახიობი მისი და ნარკოტიკების დამოკიდებულებას არ აღიარებს.
სერენაის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა მეორე პარტნიორი, 2015 წელს ის პაპარაცებმა სიმპათიურ ამერიკელ-თურქ მსახიობთან და მოდელთან, ქერემ ბურსინთან დააფიქსირეს და წყვილმა რომანის შესახებ ინფორმაცია მალევე გაასაჯაროვა.
მათი სიყვარული ბრენდ "მავის" გადასაღებ მოედანზე დაიწყო და წლები გაგრძელდა. თურქულ პრესასა და საზოგადოებას იმდენად მოსწონდა ეს წყვილი, რომ მათ მარადიულ სიყვარულზე ხშირად საუბრობდნენ.
კომპანიები ქერემსა და სერენაის საერთო ფოტოსესიებსა და კოლაბორაციებს სთავაზობდნენ. 2015 წელს წყვილმა წლის ქალისა და მამაკაცის ტიტულიც კი დაიმსახურა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქერემმა მისი და სერენაის ურთიერთობა მარადიული სიყვარულის სურვილით გამოხატა.
"არ მინდა, ამ რომანზე ბევრი ვილაპარაკო; მინდა, ჩვენი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდეს" - ქერემ ბურსინი.
6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქერემი და სერენაი დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზად სერენაის ყოფილი შეყვარებული ჩაღათაი დასახელდა, თუმცა წყვილმა ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სულ ცოტა ხნის წინ კი თურქულ მედიაში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა, სერენაის პარტნიორად მასზე 18 წლით უფროსი ცოლშვილიანი კაცი ჯიმ ილმაზი დაასახელეს.
თურქული პრესის ცნობით, ისინი ფარულად ხვდებიან ერთმანეთს და ამის დამადასტურებელი რამდენიმე ფაქტი არსებობს. ჯიმ ილმაზი თურქი ბიზნესმენია; ასევე, ქმნის ფილმებს და კომიკოსია. ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ჯიმი ცოლს გაშორებულია, თუმცა ეს ზუსტად არავინ იცის.