თუ ჯერ არ გსმენიათ ასეთი პროდუქციის შესახებ, სავარაუდოდ, ნანახი მაინც გექნებათ მოკლე ჰითსტიკები, რომლებიც სპეციალურ, პლასტიკის მოსაწევ გამაცხელებელ აპარატში იდება, რომელიც ჰითსტიკს აცხელებს და ორთქლს წარმოქმნის. ის, ჩვეულებრივი სიგარეტისაგან განსხვავებით, ჯანმრთელობას ნაკლებ ზიანს აყენებს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს მავნე ჩვევებზე და ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევს. გამონაკლისი არც ცნობილი ადამიანები არიან. ჩვენ არაერთი ვარსკვლავი ვიცით, რომლებიც ვეგეტარიანელები გახდნენ, უარი თქვეს ნარკოტიკებზე, სიგარეტსა და ალკოჰოლზე. ამის გაკეთება კი თანამედროვე ეპოქაში გაცილებით ადვილია.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში, დაახლოებით, ყოველი მესამე ადამიანი ეწევა. აქტიური მწეველისთვის სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან რთულია. ზოგს უბრალოდ არ შეუძლია ამ მავნე ჩვევისაგან გათავისუფლდეს. სწორედ ამიტომ შეიქმნა სიგარეტის შემცვლელები, რომლებსაც თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქვს აქტიური გამოყენება. მათთვის, ვისაც არ შეუძლია გათავისუფლდეს მავნე ჩვევისგან და სიგარეტს დაანებოს თავი, არსებობს უსაფრთხო ალტერნატივა, რომელიც მის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. მაგალითად, „ჰელსიერი“, რომელიც იაპონურმა კომპანია SKS co-მ შექმნა. კომპანიაში მუშაობენ მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერები და მკვლევარები, რომლებმაც წარმატებით გარდაქმნეს ტრადიციული თამბაქოს ფორმულა, რაც საფუძვლად დაედო „ჰელსიერის“ შექმნას. „ჰელსიერი“ არის თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივა, მცენარეული ჰითსტიკი, რევოლუციური პროდუქტი, რომელიც ტრადიციული თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის იდეალური ალტერნატივაა.
ლინდსი ლოჰანმა სიგარეტი ჯერ ელექტრონულით ჩაანაცვლა, შემდეგ კი მცენარეულ ჰითსტიკზე გადავიდა. მსახიობი საკუთარი სახლის ეზოში, სცენარის კითხვის და სიგარეტის შემცვლელის მოწევის დროს პაპარაცებმა დააფიქსირეს.
მას შემდეგ, რაც ამერიკელ მომღერალ ბრუნო მარსს დედა ანევრიზმით გარდაეცვალა, მან შეასრულა მისთვის მიცემული დაპირება და სიგარეტი თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივით ჩაანაცვლა.
უმრავლესობა სელებრითებისაგან განსხვავებით, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, კეტი პერი მრავალჯერად ელექტროსიგარეტს ან „ჰელსიერს“ ეწევა, რომელიც არ შეიცავს ნიკოტინს და იმისთვისაა, რომ უბრალოდ ჩვევის მოთხოვნილება დაიკმაყოფილო.
„უოლ სტრიტის მგელს“ უყვარს ექსპერიმენტები. ის ჯანმრთელობას უფრთხილდება. პაპარაცებს ბევრჯერ „გამოუჭერიათ“ მსახიობი სხვადასხვა სახის სიგარეტის შემცვლელით ხელში.
ჯონი დეპი ერთ-ერთი პირველია, ვინც სიგარეტზე უარი თქვა. ის ცნობილ ფილმ „ტურისტშიც“ ელექტროსიგარეტს ეწევა. ბოლო პერიოდში კი მსახიობი მცენარეულ ჰითსტიკზე გადავიდა.
მათ სიაშია პოპულარული მსახიობი ბენ აფლეკიც.
ასევე შვედი „იუთუბერი“, რომელსაც YouTube-ზე 108 მლნ გამომწერი ჰყავს.
როცა საქმე სიგარეტის შემცვლელს ეხება, აქ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ამას ამტკიცებს მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, თავისი განუმეორებელი სტილით. მან უკვე კარგა ხანია, რაც სიგარეტი უსაფრთხო შემცვლელით ჩაანაცვლა.
ლეგენდარულ მსახიობს ხშირად დაინახავთ სიგარეტის შემცვლელით ხელში.
დადის ხმები, რომ ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმაც კი თქვა უარი სიგარეტზე და „ჰელსიერზე“ გადავიდა.
თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივა „ჰელსიერი“, რომელიც ქმნის ნამდვილი სიგარეტის მოწევის შეგრძნებას ნიკოტინისა და ქიმიური დანამატების გარეშე და არ შეიცავს თამბაქოს, ნიკოტინს, კუპრსა და სხვა მრავალ მავნე ნივთიერებას. მისი შეძენა „სპარის“ სუპერმარკეტების ქსელში ან პირდაპირი შეკვეთის გზით facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
შეიძლება დაგაინტერესოთ: რა უნდა იცოდეთ სიგარეტის თანამედროვე ანალოგზე - რა არის უნიკოტინო ჰითსტიკი?
რა დადებითი თვისებები აქვს სიგარეტის შემცვლელს?