4 საკულტო ტელესერიალი თინეიჯერებისთვის - Marao

4 საკულტო ტელესერიალი თინეიჯერებისთვის

2021-01-18 14:58:01+04:00


თინეიჯერების 4 საკულტო შოუ: თავის დროზე რევოლუციური "ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრებიდან" დაწყებული, "ჭორიკანათი" დასრულებული.

Вам необходим ободок как у Блэр Уолдорф | Vogue Russia

"My So-Called Life" (1994)

  • სულ რაღაც ერთი სეზონი 19 არაჩვეულებრივი სერიით, მოგვითხრობს 15 წლის ენჯელა ჩეიზზე (ქლერ დეინსი), რომელიც შეყვარებულია ჯორდან კატალანოზე (ჯარედ ლეტო). დეინსმა იმდენად კარგად შეძლო თინეიჯერული ცხოვრების ეკრანებზე გადმოტანა, რომ "ჩემი ეგრეთ წოდებული ცხოვრება" არა მარტო სატელევიზიო შოუსთან, არამედ ბევრისთვის გარდატეხის ასაკში მოზღვავებულ ემოციებთან და პირველ სიყვარულთან ასოცირდება. თავდაპირველად მთავარ როლზე ალისია სილვერსტოუნის აყვანა იგეგმებოდა, მაგრამ პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ ის ბევრად დახვეწილი, იყო ვიდრე თინეიჯერი სცენარიდან. ქლერ დეინსი იდეალურად მოერგო როლს. Rotten Tomatoes-ის რეიტინგში ნახვად და სასურველ სერიალებში ამ კონკრეტულმა 100 პროცენტი აიღო. ამასთანავე, როგორც აღმოჩნდა, 26 წლის შემდეგაც საზოგადოებას მეორე სეზონის ნახვის მოლოდინიც აქვს. თინეიჯერის როლის შემდეგ ქლერ დეინსმა ჯულიეტას როლი მოირგო ბაზ ლურმანის მელოდრამაში. ჯარედ ლეტომ "ოსკარი" აიღო "დალასის კლუბის მყიდველებისთვის" (2013), ხოლო მსახიობმა და აქტივისტმა უილსონ კრუსმა რიკი ვასკესის როლი მოირგო თინეიჯერულ დრამაში "13 მიზეზი, რატომაც" (2017).

How The Boiler Room Episode Of “My So-Called Life

"Freaks and Geeks" (1999)

  • სერიალი უფროსკლასელებზეა. სიუჟეტი ვითარდება მიჩიგანში, "გოგონები ვეგასში"-ს რეჟისორის, პოლ ფიგისა და ჯად აპათოუს შემქნელისგან. ამ უკანასკნელსვე ეკუთვნის "ორმოცი წლის ვაჟიშვილი" (2005), "გოგონა კომპლექსების გარეშე" (2015), "გოგონები"(2012-17) და "სიყვარული"(2016) ნეთფლიქსზე. მაყურებელი ეცნობა მგრძნობიარე სემს, მის მეგობრებს და უფროს დას ლინდსის, რომელიც სპეციალურად აფუჭებს თავის წარჩინებით მოპოვებულ ნიშნებს იმისათვის, რომ "ცუდი" თინეიჯერების ჯგუფში გაწევრიანდეს. სერიალი საკმაოდ მხიარულ ისტორიებზეა აგებული, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის საკულტო სერიალად იქცა თავისი სამსახიობო ქასთით: სეტ როგენი, ჯეისონ სიგელი, ჯეიმს ფრანკო, ლინდა კარდელინი და ბიზ ფილიპსი. მათთვის დიდ ეკრანებზე წარმატების გზა სწორედ ამ სერიალით დაიწყო. თავიდან შოუ 18 ეპიზოდისგან უნდა ყოფილიყო, ხოლო 12 სერიის გადაღების შემდეგ შეწყვიტეს. მიუხედავად ამისა, პროექტმა მაინც საკულტო სტატუსი მიიღო.

Гифка джеймс франко чудики и чокнутые гиф картинка, скачать анимированный  gif на GIFER от Malaktilar

"Skins" (2007-13)

  • სერიალი ინგლისში ბრისტონელ თინეიჯერებზეა, რომელიც გარდატეხის ასაკის ახალგაზრდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სექსი, ნარკოტიკები, ჯანმრთელობის პრობლემები და ჰომოფობია - ეს ყველაფერი რეალისტურად, ყველანაირი გალამაზების გარეშე მაყურებელში დიდ ემოციებს იწვევს. ახალგაზრდა მსახიობებისთვის 61-მა ეპიზოდმა პროფესიონალურად ზრდა განაპირობა: დევ პატელი, ჯეკ ოკონელი, ჯოზეფ დემფსი, ნიკოლას ჰოლტი და სხვები ჰოლივუდისკენ სწორედ ამ სერიალის მეშვეობით წავიდნენ. 2011 წელს MTV-მ განახლებული ვერსია ჩაუშვა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ წარმატება ვერ მოიპოვა და მხოლოდ ერთი სეზონის ტრანსლაციით შემოიფარგლა. ბრიტანული ორიგინალი კი დღემდე აქტუალურია, თინეჯერების გარდა, ზრდასრულებშიც.

молокососы gifs | WiffleGif

"Gossip Girl" (2007-12)

  • ეს ტელესერიალიც Skins-ის პერიოდში შეიქმნა და გათვლილი იყო იმავე აუდიტორიაზე, მაგრამ სერიალი სინამდვილეში ორი ტიპის თინეიჯერებზე მოგვითხრობს. ისტორია ელიტური ჯგუფის მილიონერი მშობლების მოზარდებზეა, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ. სერიალი საკულტო აღმოჩნდა მოქმედი გმირების პერსონაჟებითა და ამბიციებით, რაც იმდროინდელი ეპოქის ბავშვებში დამახასიათებელი იყო. მას სხვაგვარად "სექსი დიდ ქალაქში" უწოდეს, ოღონდ მილენიალებისთვის. ათწლეულების გასვლის და სერენა ვან დერ ვუდსენის მიერ რაიან გოსლინგისგან სამი შვილის გაჩენის შემდეგაც კი ნიუ-იორკში კვლავაც ეწყობა ტურები "ჭორიკანას" გადაღებების ადგილების სანახავად.

blair gifs Page 8 | WiffleGif