4 ყველაზე მოდური ჩექმის ტრენდი 2021 წლის ზამთრის სეზონისთვის - Marao

4 ყველაზე მოდური ჩექმის ტრენდი 2021 წლის ზამთრის სეზონისთვის

2021-01-20 15:21:34+04:00


ბოტფორტები, „სამხედრო ჩელსი“, მოჯირითის ჩექმა და ზამში 1970-იანებიდან - წლევანდელი ზამთარი  ნამდვილი ესთეტიკის მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი.

წესისამებრ, ყოველი ახალი სეზონის დასაწყისში გლობალური პლატფორმა Stylight ტენდენციებს შეისწავლის, რომელიც პოპულარობის პიკში მოექცევა. თუკი საუბარი ფეხსაცმელს ეხება, მაშინ ყველა ჩვენგანმა ოთხი მთავარი მოდელი უნდა მოიმარაგოს. დაივიწყეთ თასმებიანი ჩექმები, ქოვბოის ფეხსაცმელი და ვინილის ბოტები - მათ ბევრად პრაქტიკული და ლამაზი, რაც მთავარია, ხანგრძლივი მოდელები ჩაანაცვლებს.

Top 5 Boot Trends of Fall/Winter 2020-2021 | FifthAvenueGirl.com

90-იანების ორმაგი ესთეტიკა, ზოგჯერ სამოცდაათიანების ზამში, ეფექტური ბურჟუაზიული სტილი - ფეხსაცმლის მრავალფეროვნება წელს განსაკუთრებულად სასიამოვნოა. საწყისებთან დაბრუნება, რომელშიც სუფთა მინიმალისტური ხაზი იგრძნობა, ტენდენციებს მთავარ ფონს უქმნის ფეხსაცმლის კუთხითაც.

How To Wear Platform Boots Easy Street Style Guide 2021 -  ShoesOutfitIdeas.com

სამხედრო სტილის ბოტები კიდევ ერთი სეზონი დარჩება ჩვენ გვერდით. ამ ფეხსაცმელს შეუძლია კონტრასტი შექმნას სიუხეშესა და ბრუტალობას შორის ქალური სილუეტებთან შერწყმით. Chanel-მა შემოდგომა-ზამთარი 2020-ის ჩვენებაზე მოდელები სწორედ ამ სტილის ფეხსაცმლით გამოიყვანა მოჯირითის ჩექმებთან ერთად.

Diego on Instagram: “Chunky boots inspiration for your fall outfits. Are  you in? #streetstyle #bottegaveneta … | Fashion, Fall fashion coats, Winter  fashion outfits

მეორე მოთხოვნადი მოდელი ბოტფორტებია კვლავაც. თუკი აქამდე ვერ მოაბით თავი შეძენას, წლევანდელ სეზონზე მასზე კლასიკურ მოდელს ვერ ნახავთ. ტკბილ ლუკმად კი შემოვინახეთ 1970-იანები. ბურჟუაზიული სტილის წყალობით, ხავერდი და ზამში კვლავ მოდაშია როგორც ტანისამოსსა და ჩანთებში, აგრეთვე ჩექმების სახითაც.

Pin on Influencers | Fashion

სამხედრო ჩელსი

  • მასიური ხაზები და შავი ფერი - ეს არის ნეო-რეინჯერების კონტრასტების თამაში, რომელიც ქალურ სილუეტებს უკავშირდება. მსგავსი მოდელების ნახვა შესაძლებელია Bottega Veneta-ს, Prada-სა და ენტონი ვაკარელოს Saint Laurent-ის კოლექციებში.

NET-A-PORTER on Twitter:

მოჯირითის ჩექმა

  • ჯემფერის იმიჯი, რომელიც წლევანდელ სეზონზე აქტუალური გახდება, Chanel-ის შემოდგომა-ზამთარი 20/21-ის დამსახურებით ბრუნდება. ამ სტილის ფეხსაცმელი უხდება ნებისმიერ ლუქს, მსგავსი მოდელების პოვნა კი ლოგოტიპებით Dior-ის, მინიმალიზმით Saint Laurent-ის, ხოლო შეუცვლელი სტილის სახით Hermès-ის კოლექციებშია შესაძლებელი.

WINTER BOOT EDIT — Not So Mumsy

ფართო ბოტფორტები

  • მეგამაღალი, მუხლს ზემოთ - თითქმის თეძოებამდე, ბოტფორტები 4 მთავარ ტრენდს შორის მოხვდა, რომელიც სექსუალურობის პირველი ნიშანია. Celine-ის, Isabel Marant-ის, Prada-ს გვერდებზე კი ამ მოდელების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

How to Clean Suede Shoes

ზამშის ჩექმა

  • სამოცდაათიანებით მონუსხვა და ავთენტურობაზე ყურადღების გამახვილება თუკი თქვენი სტილია, ზამში ის მოდელია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს გარდერობში, მისი პოვნა კი Celine-ისა და Chloé-ს კოლექციებშია შესაძლებელი.

How to Clean Suede Shoes and Boots Properly | Who What Wear UK