26 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეს საკუთარი, ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს და გამომწერებს სახასიათო ფოტოების გამოქვეყნებით ხშირად ანებივრებს. ცოტა ხნის წინ მოდელმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შვილებთან, თემო და ტოკიო უგულავებთან ერთად არის. ულამაზესი დედა შვილებთან ერთად, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად გამოიყურება.

მოდელი ბიზნესმენ თემურ უგულავაზე 7 წელია დაქორწინებულია. მათი ურთიერთობის სერიოზულობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან თემური ნინიზე 29 წლით უფროსია. თუმცა ორი ულამაზესი შვილი და 7-წლიანი ურთიერთობა მათი გრძნობების სიმყარეზე მეტყველებს.
ნინი ხშირად აქვეყნებს ტოკიოს ფოტოებს, რომელზეც გამომწერები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ იგი ულამაზესი ბავშვია.

როგორც ცნობილია, მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი - ბაია დავითაიასთან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>