2021 წლის ფრჩხილის ასტროტრენდი ნეილ-არტისტების რეკომენდაციით - Marao

2021 წლის ფრჩხილის ასტროტრენდი ნეილ-არტისტების რეკომენდაციით

2021-01-27 17:25:11+04:00


ნეილ-არტისტებმა, დიზაინერების, სტილისტებისა და მოდის სახლების მსგავსად, 2021 წლის ფრჩხილის მთავარი ტენდენციები გამოავლინეს.

თეთრი ფრჩხილები

  • თეთრი - უნივერსალური ფერია. იმის გარდა, რომ ყველა ფერთა გამას უხდება, ასევე ნებისმიერი სიგრძისა და ფორმის ფრჩხილზე გამოიყურება იდეალურად. სასურველი შეფერილობის არჩევაში შეზღუდული არ ხართ: მოხარშული თეთრი, თოვლისფერი, რძისფერი - რომელიც განსაკუთრებულად უხდება მუქ კანს.

მეტალიკი

  • ეფექტური და მსუბუქი მეტალიკი სადღესასწაულო დღეებს უხდება. შეგიძლიათ სადა ვარიანტი შეარჩიოთ ან რაიმე დეტალით გაალამაზოთ, რაშიც ნეილ-არტისტის რჩევაც დაგეხმარებათ.

მეტალის დეკორი

  • ვინაიდან მეტალის ხარის წელია, ეს დეტალები წელს განსაკუთრებით აქტუალურია. ფოლგის ნაჭრები, ვერცხლისფერი თვლები, ვარსკვლავები და ქაოტური შტრიხები - გამოიყენეთ ყველაფერი, რაზეც ფანტაზია გეყოფათ. დიზაინში შეგიძლიათ ნაცრისფერ მეტალის დეტალებზეც გაამახვილოთ ყურადღება. მრავალფეროვნებისთვის ორი მკვეთრი ფერის სინთეზსაც შეგიძლიათ მიმართოთ.

თეთრი ელემენტი

  • თხელი ხაზები, ასოები, დიზაინი სხვადასხვა ელემენტის გამოყენებით თეთრზე განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება. ყველაფერი დამოკიდებულია ფრჩხილის ზომაზე: რაც უფრო გრძელი ფრჩხილები გაქვთ, უფრო მეტი ადგილია ხელოვნებისთვის.

ფრანგული მანიკიური თეთრ და მეტალის ფერებში

  • ორი ასტროტრენდის გაერთიანება კლასიკურ ფრანგულ მანიკიურს შეუძლია. მოსინჯეთ თეთრის და მეტალიკის სინთეზი. დიზაინის გამრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მთვარეები და ფრჩხილის ლენტები გამოიყენოთ, ნაზი მანიკიურიც გარანტირებულია.