ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ ქეთა თოფურიას ვაჟის გაჩენის შემდეგ (ვიდეო) - Marao

ნახეთ, რა სიურპრიზი გაუკეთა მეუღლემ ქეთა თოფურიას ვაჟის გაჩენის შემდეგ (ვიდეო)

2021-01-28 11:56:54+04:00


ლევ დენგოვმა სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულ ქეთა თოფურიას სიურპრიზი გაუკეთა, - ვიდეოკადრები ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა "ინსტაგრამზე" თავად განათავსა.

ვიდეოში ჩანს ყვავილების უამრავი და უმშვენიერესი სახეობის თაიგული, რომელიც მთელ სახლს ალამაზებს.

"სახლი" - დაასათაურა ქეთამ ვიდეო. როგორც ჩანს, მომღერალი სიურპრიზმა ძალიან გაახარა.

ქეთამ ერთი კვირის წინ ვაჟი - ადამი ბელორუსული წარმოშობის დიპლომატისგან, ლევ დენგოვისგან გააჩინა. წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა.

ქეთას ადამი მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან სამშობიარო კლინიკაში შეეძინა. მან პირველი ფოტოს გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ მისი ვაჟი განსაკუთრებულ დღეს დაიბადა – 2021 წლის 21-ე დღეს, 21-ე საუკუნეში.

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. როგორც ჩანს, მომღერალი ადამს დაბადების პირველივე წუთებიდან საკუთარ შემოქმედებას აცნობს.

"დედიკოს სიმღერები უყვარს" - როგორ ართობს ქეთა თოფურია თავის ახალშობილ ვაჟს (ვიდეო)


<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>