ყველი ბევრ კერძში ერთ-ერთი შეუცვლელი ინგრედიენტია და გურმანული დელიკატესიც.
მაგრამ, ყველამ იცის როგორ გამოიყენოს ყველი ისე, რომ სრულად ისიამოვნოს მისი არომატით?
ხშირად გვავიწყდება, რომ ყველის უნიკალურ ხასიათს ცოცხალი ბაქტერიები ქმნის, რომლებიც მისი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენ ამ რთულ და ძალიან დელიკატურ პროდუქტს ვუყურებთ როგორც უმარტივეს პროდუქტს, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ შეცდომები დავუშვათ, მაშინ როცა მის გამოყენებას ვაპირებთ, ან ვინახავთ.
ყველში არსებული ბაქტერიები ჟანგბადს საჭიროებს.
ხოლო პლასტმასის შეფუთვა ხელს უშლის ჰაერის თავისუფალ დაშვებას და ყველის "დახრჩობას" იწვევს.
რაც იწვევს უსიამოვნო სუნს, აფუჭებს გემოს, მის კონსისტენციას და შესაბამისად მალფუჭებადს ხდის.
ასევე შეუძლებელია, რომ „ჩვენი საგანძური“ შეფუთვის გარეშე ისე შევინახოთ, რომ არ გაფუჭდეს.
ის ხომ სწრაფად კარგავს ტენიანობას.
ამიტომ, არსებობს სპეციალური- ყველის შესაფუთი ქაღალდი, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ჰაერმა გაიაროს და ასევე ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას.
მისი არარსებობის შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ პერგამენტის, ან ცვილის ქაღალდი.
ეს არ გაძლევთ საშუალებას, რომ იგრძნოთ არომატების მთელი თაიგული, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე იხსნება.
ყველი მოთმინებას მოითხოვს. მას მაცივრიდან გამოტანის შემდეგ გემოვნური მხარის და ოპტიმალური ტექსტურის დასაბრუნებლად, მინიმუმ 40 წუთი დასჭირდება.
ეს ნაწილი შეიცავს დამატებით არომატს და გემოს გაცილებით საინტერესოს ხდის.
გადაწყვიტეთ უარი თქვათ ყველის ქერქზე? ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას.
ნამდვილი გურმანები გირჩევენ, რომ ის დაამატოთ სუპებსა და სხვა კერძებში, გემოვნების მიხედვით.
ექსპერტების აზრით, შეუძლებელია სწრაფად მირთმევით განისაზღვროს ყველის გემო. ამისათვის ყველი საფუძვლიანად უნდა დაიღეჭოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაზე სწრაფად მარილიანობა იგრძნობა, რასაც მოჰყვება სიტკბო, მჟავიანობა და სიმწარე.
ყველის თითოეულ სახეობას აქვს საკუთარი განსაკუთრებული არომატი და უნიკალური გემო.
ყველა ყველის მოჭრისას ერთ დანას თუ გამოიყენებთ თქვენ მათ არომატებს აურევთ, რითიც კარგავთ შესაძლებლობას, რომ მისი „სუფთა გემო“ იგრძნოთ.
თუ იმ მომენტში მხოლოდ ერთი დანა გაქვთ, თითოეული სახეობის ყველის მოჭრის შემდეგ დანა პურის ნაჭერზე წაუსვით, რომ არომატები ერთმანეთში არ აურიოთ. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ იდეალურ შემთხვევაში, თითოეული ყველისთვის ცალკე დანა უნდა გქონდეთ.
რატომ არ არის რაციონალური, ყველის დაჭრა კუბიკებად? ყველაფერი დამოკიდებულია ყველის ტიპზე. ყველის ნაჭრის ზედაპირი რაც შეიძლება დიდი ზომის უნდა იყოს. ამ გზით უფრო ადვილია მისი გემოვნურობის სრულად შეგრძნება.