ქალბატონების სახის მოვლის რუტინაში უმნიშვნელოვანესი ადგილი სწორედ ტონერს უჭირავს.
მაკიაჟის მოშორების შემდეგ, დაბანასა და დატენიანების შუაში, ჩვენი ჯადოსნური სითხე ტონერი უნდა გამოვიყენოთ. თუმცა ხშირად ქალბატონებს ტონერი, ტონიკი და დასაბანი საშუალება ლოსიონი ერთმანეთში ერევათ.
ნახეთ, რა განსხვავებაა ტონერს, ტონიკსა და ლოსიონს შორის:

ტონერი იგივეა, რაც ტონიკი. კანის მატონიზირებელი საშუალებები წყლის კონსისტენციის მქონე ლოსიონებია. ტონიკი, იგივე ტონერი, მაკიაჟის მოსაშორებელი არ არის, ეს ჯადოსნური სითხე მაკიაჟის შემდეგ დაბანილ კანს დაკარგულ PH ბალანსს უბრუნებს.
შეიძლება ითქვას, რომ ტონერი სრულად ასრულებს დაბანის პროცესს და ამზადებს კანს დატენიანებისთვის.
უპრობლემო ადამიანის კანის რუტინა ასე უნდა გამოიყურებოდეს:
- მაკიაჟის მოშორება მიცერალური წყლით, რძით ან სხვა საშუალებით
- სახის ჩამობანა, რათა მაკიაჟის მოსაშორებელი ჩამოვიბანოთ
- ტონერით გაწმენდა, იმისთვის, რომ დაკარგული PH ბალანსი დავუბრუნოთ კანს
- დაბოლოს, დატენიანება, დაძინებიდან რამდენიმე საათით ადრე.
რატომ უნდა გამოვიყენოთ ტონერი/ტონიკი?
როდესაც მძიმე ან თუნდაც მსუბუქი მაკიაჟის შემდეგ სახეს სპეციალური დასაბანი გელით იბანთ, სახიდან დარჩენილი ჭუჭყი მთლიანად ჩამოდის, კანი შრება და ელასტიურობას კარგავს. ამ დროს ფორები კანის ელასტიკურობის გადასარჩენად მეტ ცხიმს გამოყოფს და თუ თქვენ კანს დაბანის შემდეგ მაშინვე დაიტენიანებთ, შესაძლოა, კომბინირებული კანის ტიპიდან მალევე ცხიმიანი კანის ტიპი მიიღოთ, ტონერი კი ამ გამომშრალ კანს ატენიანებს, უბრუნებს ბალანსს და ამზადებს კანს დატენიანებისთვის.

ასევე საყურადღებოა, რომ თუ მოუმზადებელ, ტონიკით დაუმუშავებელ ზედაპირზე დავიტანთ კრემს, ის თავისი მოქმედების მხოლოდ 30%-ს გამოავლენს. ტონიკი მუშაობს, როგორც გამტარი, რომელიც იზიდავს შრატისა და კრემის ყველა აქტიურ კომპონენტს და ხელს უწყობს მათ ღრმად შეღწევას კანში. ტონერი უნდა დაიტანოთ ბამბის დისკზე და გადაინაწილოთ სახეზე. თვალთან არ მიიკაროთ.
რა არის ლოსიონი და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის?

ლოსიონი - ეს სახის დასაბანი გელი, ქაფი და სხვადასხვა საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ყველა ქალბატონისთვის.
მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე და ნებისმიერი საშუალება ბოლომდე არ აშორებს მაკიაჟს, ფორებში ტონალურის ნარჩენები მაინც არ ტოვებს კანს. ამიტომ საჭიროა დამატებითი ხერხებით ბოლომდე გავასუფთაოთ კანი. ლოსიონი, ანუ იგივე დასაბანი გელი, ამის საშუალებას მოგცემთ და კანს მაკიაჟისგან ბოლომდე გაასუფთავებს.
რუტინის ბოლოს დატენიანება და მზისგან დამცავი არ დაგავიწყდეთ!