მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ულამაზესი ქალიშვილი - დევა, მოდის ინდუსტრიაში ახალ მწვერვალებს იპყრობს. 16 წლის თინეიჯერი ფრანგული Elle-ის გარეკანზე უკვე მეორედ მოხვდა, - ამის შესახებ მონიკამ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოთი ამცნო საზოგადოებას.
მონიკას გამომწერები წერენ, რომ დევა ძალიან ჰგავს დედას, თუმცა მამის შარმიც ეტყობა.
![](/media/images/stories/2020/hobi/kulinaria/1456275908994100408134435143164781652352685n-1.jpg)
როგორც ცნობილია, ფოტოზე დევას Prada-ს შავი სამოსი აცვია და ახალგაზრდა თაობის მოდაში შეჭრის საუცხოო მაგალითს წარმოადგენს.
გამოცემა Elle დევას აფასებს, როგორც „ინდივიდუალურ, ჩარჩოებში ნაკლებად მოქცეულ და უნიკალური სექსუალურობის მქონე მოდელად".
![](/media/images/stories/2020/hobi/kulinaria/ej6fxjsxsaegudz.jpg)
იტალიაში დევა ყველაზე ლამაზ და წარმატებულ თინეიჯერად მიიჩნევა და მოდის კრიტიკოსები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც აღმოჩნდა, გოგონასთვის სულაც არ არის რთული, ვარსკვლავ მშობლებთან შედარებას თავი დააღწიოს, რადგან მას 16 წლის ასაკში უკვე საკუთარი ნიშა აქვს.
![](/media/images/stories/2020/hobi/kulinaria/dhq744c11ig-gthumb-gwdata1200-ghdata1200-gfitdatamax.jpg)
როგორც ცნობილია, დევა DOLCE & GABBANA-ს სუნამოს სარეკლამო სახე და მუზაა. მისი პირველი წარმატებაც სწორედ DOLCE & GABBANA-სთანაა დაკავშირებული.