თათია ახალაიამ Armani Exchange-ის კოლექცია წარადგინა - Marao

თათია ახალაიამ Armani Exchange-ის კოლექცია წარადგინა

2021-02-05 20:03:50+04:00


ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ A|X Armani Exchange-ის ახალი კოლექცია წარადგინა და ბრენდის ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი არაერთი სამოსი მოირგო.

ცნობისთვის, იტალიურმა მოდის სახლმა Armani-იმ A|X 1991 წელს დააარსა. ქვებრენდი Armani-ის ყველაზე ხელმისაწვდომ სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებლებს. მისი კოლექცია კი ელეგანტური ქუჩის სტილისა და პოპ-კულტურის გავლენით არის შექმნილი.

A|X Armani Exchange-ის ოფიციალური მაღაზია საქართველოში, „გალერეა თბილისის” სავაჭრო ცენტრშია წარმოდგენილი.