როდესაც თქვენი გოგონა ზრდასრული გახდება, ნამდვილად მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ მას დაეხმარეთ თვითკმარი ადამიანი გამხდარიყო და სხვებზე ნაკლებად დამოკიდებული.
გოგონები წინააღმდეგობებით გარშემორტყმულნი არიან. მაგალითად, ისინი ღელავენ იმაზე, რომ არიან გამხდრები, ან პირიქით, ადარდებთ ის, რომ წონაში საგრძნობლად მოიმატეს, რის გამოც თავისი თავით ზოგჯერ აღარ ამაყობენ.
თინეიჯერობის პერიოდში გოგონები, როგორც წესი, ბიჭებთან შედარებით ნაკლებად თავდაჯერებულები არიან და თავის გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.
საბედნიეროდ, არსებობს მართებული სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ თავდაჯერებული გოგონას გაზრდაში. გოგონა, რომელიც საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებს და თავისი თავის სჯერა.
აჩვენეთ თქვენს ქალიშვილს, რომ ეთანხმებით და აფასებთ მის ნიჭს. შეაქეთ სხვა ქალები და უამბეთ, დამოუკიდებლობის შესახებ.
დაუთმეთ დრო მის ჰობს და აჩვენეთ, რომ ქალებს ყველაფრის მოგვარება საკუთარი ძალებით შეუძლიათ.
იყავით პოზიტიურად განწყობილი თქვენი სხეულის მიმართ და მის გასაგონად არასდროს შეურაცხყოთ სხვა ქალები.
თქვენი, როგორც მშობლის ვალია უზრუნველყოთ ის უსაფრთხო სივრცე, სადაც მას შეუძლია გესაუბროთ ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
ასწავლეთ მას, რომ ის იმსახურებს მოსმენას.
ეს გაზრდის მის თვითშეფასებას, რადგან იგი მიხვდება, რომ შეუძლია გაგაცნოთ საკუთარი გრძნობები და მიიღოს გამოცდილება, ასევე მიიღოს დახმარება, თუ ეს სჭირდება.
მოუსმინეთ მას განსჯის გარეშე. ეს გაამყარებს თქვენს ურთიერთობას, რაც საფუძველს ჩაუყრის მჭიდრო კავშირს თქვენ შორის მომდევნო წლების მანძილზეც.
ამასთან, გოგონებთან ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა. ადრეული ასაკიდან იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ მათი გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი ხასიათი და ნიჭი.
იმისთვის, რომ ამ ფიქრებმა თქვენი ქალიშვილი არ მართოს, დარწმუნდით, რომ შეაქეთ აკადემიური და სპორტული მიღწევების გამო. ასევე, როდესაც სხვების მიმართ სიკეთეს გამოიჩენს, თქვით, რომ ამაყობთ მისი ხასიათით.
ამასთან, ქალებს ხშირად სჭირდებათ ფიზიკური და ემოციური მზრუნველობა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ქალები არიან.
ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი სტერეოტიპები, რომ ქალები უნდა დაემორჩილონ სხვის სურვილებს, იზრუნონ სხვებზე და საკუთარ თავზე კი ნაკლებად.
ზოგიერთ შემთხვევაში, მათ კარიერის და საკუთარი ინტერესების უკანა პლანზე გადატანაც უწევთ.
ეცადეთ, რომ თქვენს გოგონას ამ ყველაფერთან მიმართებაში სწორი მოსაზრება ჩამოუყალიბდეს.