ცნობილმა ამერიკელმა ფოტომოდელმა კიმ კარდაშიანმა თავისი ბრენდის "სკიმის" ახალი კოლექცია გამოუშვა, კოლექციის გადაღებაზე კი ოჯახის წევრები დაიხმარა. კარდაშიანებმა სოციალური სივრცე დაიპყრეს, ცეცხლოვან ფოტოებს ყველა უცხოური მედიასაშუალება აზიარებს, კარდაშიანები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან.
ნახეთ, კარდაშიანების ცეცხლოვანი ფოტოები გადაღებიდან
რეალითი შოუს ვარსკვლავი, 40 წლის კიმ კარდაშიანი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრია. კიმმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი თეთრეულების ხაზი "სკიმსი" დაარსა.
"სკიმსი" უკვე საკმაოდ წარმატებული ბრენდია და პროდუქციას თეთრეულის გარდა სპორტული სამოსიც დაემატა. რამდენიმე დღის წინ, კიმმა ახალი კოლექცია გამოუშვა და ფოტოსესია ოჯახის წევრებთან ერთად მოაწყო, ფოტოებმა ამერიკა და მთელი მსოფლიო აღართოვანა.
კოლექციის თემატიკა ვარსკვლავმა ვალენტინობას მიუძღვნა, ფერები და თეთრეულის სტილიც სწორედ ამ დღისთვის შექმნა.
კიმის კოლექცია კარდაშიან ჯენერებმა მოირგეს, ცეცხლოვანი ფოტოები გადაიღეს და საზოგადოებაში ბუმიც გამოიწვიეს.
სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი ფოტოსესის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, ქენდალის ფოტოებს ათასობით მოწონება და დადებითი კომენტარი აქვს, კოლექცია ახლა გამოივდა და მასზე მოთხოვნა უკვე დიდია.