საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის, მაკა ასათიანის უმშვენიერესი შვილიშვილი ლეა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. მაკა უკვე 1 წელია ბებიაა და მისი შვილიშვილის სურათებს სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით. რამდენიმე დღის წინ ლეას ერთი წელი შეუსრულდა და საზოგადოებამ პატარა გოგოს ახალი სურათებიც იხილა.
ლეა მაკა ასათიანის უფროსი ვაჟის, კახი ჟორდანიას შვილია. კახი და ნანიკო კლდიაშვილი 3 წლის წინ შეუღლდნენ და მათ უკვე 1 წლის ანგელოზიც ჰყავთ.
ლეა დაბადებისთანავე მოხვდა ყურადღების ცენტრში, გოგონა საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. ლეა, კახი და ნანიკო შვეიცარიაში ცხოვრობენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისში ჩამოვიდნენ.
ნანიკო ხშირად არ აქვეყნებდა ბავშვის ფოტოებს, თუმცა ახლა ლეა სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია.
"ნამდვილი საოცრება ბავშვია", "სასწაულია", "გავგიჟდები", "სილამაზე ლეა", - წერენ ნანიკოს გამომწერები.
ულამაზესი ლეა ძალიან ჰგავს მშობლებს და ბებიას, ბავშვს დიდი ცისფერი თვალები აქვს.