დღეს ნაჭრის ჩანთა თითქმის ყველა ქალის გარდერობშია ან ოჯახის მარაგში მაინც ინახება, რომ მაღაზიიდან პროდუქტები გამძლე საშუალებით მოვიტანოთ. ამის მიზეზი პლასტიკის პარკების აკრძალვა გახდა, გადამუშავებადი პარკები კი ყველა მაღაზიაში ფასიანია.
სანამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია ამოქმედდებოდა, ნაჭრის ჩანთების ბუმი უკვე დაწყებული იყო. ნაჭრის ჩანთები პოპულარული 2000-იანი წლებიდან გახდა და 2007 წლიდან უკვე მოდის ინდუსტრიაშიც შეაღწია. კითხვაზე, ვინ დაამკვიდრა ნაჭრის ჩანთები, პასუხის გაცემა მარტივი არ არის, თუმცა 60-იან წლებში აღნიშნული იდეა ამერიკელ დიზაინერს, ბონი ქეშინს ეკუთვნის.
ნაჭრის ჩანთები აქტუალური იყო 2020 წელსაც და როგორც ჩანს, 2021-შიც საკმაოდ ტრენდული იქნება. ბევრ ჩვენგანს არ სურს, კონკრეტული სუპერმარკეტის ლოგოთი დაბრენდილი და არც ისე მიმზიდველი ვიზუალის ნაჭრის ჩანთა ატაროს, მის ნაცვლად კი საკმაოდ ხელმისაწვდომ, სასურველი დიზაინით დამზადებულს ირჩევს. გადამუშავებადი პარკები გამძლე და სანდო არ არის. ამიტომაც გაჩნდა ყოველდღიური ჩანთით მეორე - ნაჭრის ჩანთების ტარების კულტურა.
გარდა იმისა, რომ ნაჭრის ჩანთები საკვები პროდუქტების წასაღებად არის პოპულარული, ის ბევრი ჩვენგანისთვის იმიჯის ნაწილად იქცა და ყოველდღიური აქსესუარის ფუნქციას ასრულებს. სხვადასხვა ბრენდი საინტერესო, მიმზიდველი ვიზუალის ნაჭრის ჩანთებს აწარმოებს, რომლებსაც ოფისში, უნივერსიტეტსა თუ სკოლაში სიამოვნებით ვიყენებთ. მასში შეგიძლია მოათავსო საფულე, წიგნები, კოსმეტიკა და გზად მაღაზიაში თუ გაივლი, რამდენიმე პროდუქტსაც ჩააწყობ ისე, რომ პარკების ტარების არასასიამოვნო პროცესს აირიდებ თავიდან.

იმისათვის, რომ ნაჭრის ჩანთა ჩვენს ყოველდღიურ იმიჯს მოვარგოთ, სასურველია, ის მაღალი ხარისხის მასალებისგან იყოს დამზადებული; მასზე დატანილი გამოსახულება კი ჩვენს ჩაცმის სტილს შეესაბამებოდეს.

ამასთან, ნაჭრის ჩანთაში ბევრის გადახდა არ ღირს. მისი მთელი ხიბლი იმაშია, რომ ხელმისაწვდომი ნივთი, რომელიც ამავდროულად, პრაქტიკულია, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალურად უნდა მოარგო შენს საჭიროებებს. მასში იმდენი ნივთი უნდა ჩააწყო, რამდენიც მოგესურვება და მის დაზიანებაზე ნაკლებად იფიქრო. სწორედ ამიტომ გირჩევთ, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ნაჭრის ჩანთები შეიძინოთ. სხვადასხვა დიზაინსა და გამოსახულებას კი შეარჩევთ აქ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>