"დაე, იმეფოს თავისუფლებამ" - ნახეთ „მხევლის წიგნის“ მე-4 სეზონის ტრეილერი - Marao

"დაე, იმეფოს თავისუფლებამ" - ნახეთ „მხევლის წიგნის“ მე-4 სეზონის ტრეილერი

2021-02-26 12:50:18+04:00


„ჰულუმ“ საკულტო სერიალის, „მხევლის წიგნის“ მე-4 სეზონის ტრეილერი გაავრცელა და დაასათაურა - "დაე, იმეფოს თავისუფლებამ".

ტრეილერის მიხედვით, ახალ სეზონში ჯუნის კიდევ ერთ ტრიუმფს ვიხილავთ, ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება.

თუკი თქვენც ელოდებით „გილეადის“ სისტემის დანგრევას, წინ დაუვიწყარი ემოციები გელოდებათ.

როგორც ცნობილია, მე-4 სეზონის პრემიერა 28 აპრილს შედგება. ასევე, "ჰულუს" მიხედვით, სერიალის მეხუთე სეზონი ოფიციალურად დამტკიცდა.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>