პოპულარული თურქი მსახიობის, დემეთ ოზდემირის ცხოვრება მის გულშემატკივრებს განსაკუთრებულად აინტერესებთ.
ის "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და უამრავი გამომწერი ჰყავს.
მის გულშემატკივრებს ძალიან ახარებთ ის ფაქტი, რომ დემეთი შეყვარებულია და წყვილის ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელოდებიან.
ქართველი მაყურებლების უმეტესობამ მსახიობი სერიალიდან "ნაადრევი ფრინველი" შეიყვარა, სადაც მისი პარტნიორი პოპულარული მსახიობი- ჯან იამანი გახლდათ.
ბევრი ამბობს, რომ დემეთმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. თუმცა, მსახიობს ამის შესახებ საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

ფაქტია, რომ მსახიობმა სტილში სერიოზული ცვლილებები შეიტანა, რამაც მის დადებით ტრანსფორმაციას ხელი შეუწყო.

დემეთი მხოლოდ მსახიობი არაა, ის მოცეკვავეცაა. ეს უკანასკნელი მას როლების მორგების მსგავსად, შესანიშნავად გამოსდის.
მისი კინოკარიერა 2013 წელს დაიწყო, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო სერიალში- "მე შენ გაგიმხელ საიდუმლოს", სადაც აილინის როლი შეასრულა.
თუ მის ახალ ფოტოებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ მომხიბლავი, მხიარული გოგონას მიღმა თავდაჯერებული ქალია.
ის მეგობრობს ბევრ ნიჭიერ მსახიობთან და თავადაც, როგორც ნიჭიერ მსახიობს კიდევ ბევრ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.