ნამდვილი პრინცესები, რომლებიც არ გათხოვილან - რა ხდება მათ ცხოვრებაში? - Marao

ნამდვილი პრინცესები, რომლებიც არ გათხოვილან - რა ხდება მათ ცხოვრებაში?

2021-03-05 08:22:43+04:00


გარედან ყველას ცხოვრება ლამაზი და მშვენიერი ჩანს, მათ შორის, პრინცესების, თუმცა ზღაპრების მიღმა ბევრი რეალური ამბავია, რომლებიც ბედნიერად არ მთავრდება და პრინცესებიც რჩებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცების გარეშე. ნახეთ 6 სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, 6 პრინცესა, რომლებიც ჯერ კიდევ გაუთხოვრები არიან.

პრინცესა ნარიატანა ტაილანდიდან

34 წლის პრინცესა, მეფე რამა მეათისა და სიჯარინის ერთადერთი ქალიშვილი, ჩვეულებრივ ცხოვრებაში სულაც არ ჰგავს პრინცესას და ხანდახან ჩვეულებრივი სამოსით ჩნდება საზოგადოებაში. პრინცესა ნარიატანას ნათელი მაკიაჟი, მდიდრული სამოსი და შოპინგი უყვარს. ამავდროულად, კარგი სტილი აქვს და გემოვნებით იცვამს.

მედიის ცნობით, პრინცესა პრეტენზიული ხასიათის არის და მამას ხშირად ეხმარება. ნარიატანა გათხოვებისთვისაც მზად არის, თუმცა მის ცხოვრებაში ჯერ არავინ გამოჩენილა. გოგონას ბადმინტონის თამაში უყვარს, მოხუცებს ეხმარება და ქველმოქმედებაში აქტიურად არის ჩართული. პრინცესას გათხოვებას მთელი სამეფო ელოდება.

ლუქსემბურგის პრინცესა ალექსანდრა

მომხიბვლელი შავგვრემანი პრინცესა ღიმილითა და შესანიშნავი მანერებით ლუქსემბურგში ბევრს უყვარს. პრინცესა ოჯახში მეოთხე შვილია. ის 1991 წლის 16 თებერვალს დაიბადა და პრინცესულად სრულ იდილიაში გაიზარდა.

ალექსანდრას დიდი სამეგობრო წრე ჰყავს. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ პარიზში ფილოსოფია შეისწავლა, შემდეგ კი ეთიკის კურსებიც გაიარა. პრინცესა ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და იტალიურ ენებს. ის გამორჩეულ პარტნიორს ეძებს. მას უნდა, მეორე ნახევარმა ყველა მისი მოთხოვნა შეასრულოს და სრულიად აფასებდეს მის დამსახურებას.

პრინცესა მაკო იაპონიიდან

30 წლის პრინცესა მაკო ცხოვრების დიდ ნაწილს ტოკიოს საიმპერატორო სასახლის კედლებში ატარებს. მან ტოკიოს გაკუშეინის სახელობის გოგონების სკოლა დაამთავრა. სწავლა ლონდონში განაგრძო და შემდეგ კვლავ ტოკიოში დაბრუნდა. პრინცესას ბრიტანეთში სწავლისას ტიტულის დამალვა უწევდა, რადგან ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება და ნამდვილი მეგობრების პოვნა სურდა.

2017 წელს პრინცესა მაკო შეყვარებული იყო და იაპონური ტაბლოიდები მასზე ბევრს წერდნენ. გოგონა დაქორწინებას აპირებდა, თუმცა ბიჭი თავადი არ იყო, ის საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა, რაც სამეფო წესებს სცდებოდა და თუ პრინცესა მას გაჰყვებოდა ცოლად, ტიტულზე უარის თქმა მოუწევდა.

მაკოსა და მისი რჩეულის სიყვარულს სკანდალი მოჰყვა, რამაც წყვილის ურთიერთობა იმსხვერპლა. ტაბლოიდები ამბობდნენ, რომ ისინი ჯერ მზად არ იყვნენ სერიოზული ურთიერთობისთვის.  მას შემდეგ მაკოს ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა. როგორც ამბობენ, გოგონა ერთადერთსა და განუმეორებელს ელოდება.

პრინცესა თეოდორა გრისი საბერძნეთიდან და დანიიდან

საბერძნეთისა და დანიის პრინცესა თეოდორა ლონდონში დაიბადა, შემდეგ ბრაუნის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მაგისტრატურა ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში, დანიაში განაგრო.

პრინცესას წონასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ის ბავშვობიდან ჭარბ წონას ებრძოდა, თუმცა, საბედნიეროდ, დაამარცხა კიდეც. პრინცესა მსახიობობაზე ოცნებობდა და საბერძნეთში ერთ-ერთ ფილმში პატარა როლიც შეასრულა.

თეოდორა წლები შეყვარებული იყო და მან "ინსტაგრამგვერდზე" სასიყვარულო პოსტიც გამოაქვეყნა: "სიტყვებით ვერ გამოვხატავ ჩემს ბედნიერებას. მე შენ მიყვარხარ, მეთ". ამ პოსტის შემდეგ თეოდორა და მეთი არ დაქორწინებულან, არც მათი ურთიერთობა გაგრძელებულა. პრინცესას გათხოვებას დღემდე ელოდებიან.

პრინცესა მარია ლორა ბელგიიდან

33 წლის პრინცესა ბელგიიდან არის. მას 2005 წელს საშინელი ტრაგედია გადახდა, რამაც კინაღამ შეიწირა მისი ცხოვრება. მარია სხვა სტუდენტებთან ერთად წმინდა იოანეს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ავტობუსი სამ მანქანას შეეჯახა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

პრინცესა არ დაშავებულა, თუმცა ძალიან შეშინდა და შიშები წლების განმავლობაში აწუხებდა მას. მარიას პირად ცხოვრებაზე ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ის თავის რჩეულებს საგულდაგულოდ მალავს. ასევე, პრინცესა იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელს და ვარაუდობენ, რომ მის ცხოვრებაში ის ერთადერთი მამაკაცი ჯერ არ გამოჩენილა.

პრინცესა ალექსანდრა მონაკოდან

ახალგაზრდა პრინცესა ჯერ პატარაა გათხოვებისთვის, თუმცა მონაკოში მის პირად ცხოვრებაზე უკვე საუბრობენ. 21 წლის ალექსანდრა გართობის მოყვარული გოგოა, ჯერ ოჯახისთვის და გათხოვებისთვის არ სცალია, ერთობა, პრინცესულ ცხოვრებას არ იკლებს და სხვადასხვა ადგილს ნახულობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მონაკოს პრინცესამ აღნიშნა, რომ გლობალური პრობლემების მოგვარება უნდა და ერთ დღეს მსოფლიოს შეცვლის. ალექსანდრას ძალიან უყვარს ბრენდული სამოსი და გართობა. მის პირად ცხოვრებაში ჯერ არავინ გამოჩენილა.

წყარო: www.cosmo.ru