ადრე თუ გვიან, თითოეულ ჩვენგანს მოუწევს იმის გაგება, როგორია ცხოვრება მშობლების გარეშე. უბრალოდ შეუძლებელია, უახლოესი ადამიანების წასვლისთვის მზად იყო.
როგორც უნდა ეცადოთ ურყევი ფოლადის ჯარისკაცის როლის შესრულებას, თქვენს არსებაში ბავშვი გაბატონდება.
გამოუსწორებელი დანაკარგი ცხოვრებას დაყოფს ორ პერიოდად: მანამდე და შემდეგ...
შეიცვლება ცხოვრების წესები, პრინციპები და ღირებულებები.
ცხოვრება მშობლების გარეშე
მშობლების დაკარგვისას ტკივილს შეიგრძნობთ, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია, როდესაც ხვდები, რამდენი რამის გაკეთება გსურდა და ვერ მოახერხე.
არ დაურეკე, არ მიხვედი, არ დაეხმარე, როცა მათ ეს სჭირდებოდათ.
ცნობიერების ზედაპირზე ამოტივტივებას იწყებს დიდი ხნის წინ დავიწყებული სულელური ჩხუბი და წყენა.
ჩნდება სურვილი, საათი უკან გადასწიოთ და უფრო მეტი გააკეთოთ თქვენი ოჯახისთვის.
ამ გრძნობას შეცვლის მარტოობა, რომლის გაქრობას დრო სჭირდება. ამის შემდეგ კი თქვენ ახალი რეალობის მიღებას დაიწყებთ და ყველაფერს სხვა კუთხით შეხედავთ.
ის, რაც ადრე შეიძლება შენთვის უმნიშვნელო ყოფილიყო, შეიძლება მნიშვნელობა შეიძინოს.
ამბობენ, რომ მშობლების წასვლა ადამიანის ცხოვრებიდან ცვლის მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ.
მხოლოდ დედა და მამა იყვნენ მზად ყველაფრისთვის შენ გამო; მიგიღეს ისეთი, როგორიც ხარ. ოჯახი გვასწავლის, თუ რა არის გულწრფელი და უანგარო სიყვარული.
- დანაკარგი უფრო გულმოწყალეს და მგრძნობიარეს გხდის. თუ გაიგებთ, რომ თქვენი რომელიმე მეგობრის ან ნაცნობის მშობელი შეუძლოდაა, თქვენ ეს ფაქტი ორმაგად შეგაწუხებთ. ზოგჯერ ხალხს უბრალოდ არ ესმის, თუ რა საგანძურს ფლობენ ცხოვრებაში. თქვენ ყველაფერს გააკეთებდით, რომ კიდევ ერთი დღე გაგეტარებინათ თქვენს დედასთან ან მამასთან.
ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა, ვინც აბსოლუტურად არ აფასებს ნათესავებთან ურთიერთობას, თქვენში სიძულვილი და ზიზღი გამოიწვიოს.
სიყვარულის წყალობით შეინარჩუნებთ სიცოცხლეს. მისი წყალობით ტკივილი განელდება. მაგრამ სევდიანი ფიქრები თავში მაინც იტრიალებს: „ჩემს მომავალ შვილს არ ეცოდინება, როგორია ბებიის სითბო და სიყვარული", - მოულოდნელად ფიქრობ, რომ ხვდები, რომ შენი მშობლები შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ვერ ნახავენ.
ზოგჯერ ადამიანები ალოგიკურად იქცევიან და ვერ აფასებენ იმას, რაც გააჩნიათ. ვერ აფასებენ იმ დროს, ვიდრე მშობლები ცოცხლები არიან. როდესაც ისინი აღარ არიან, გონებაში აკვიატებული აზრი ჩნდება: „როგორ იმოქმედებდა დედაჩემი ამ დროს? რას იტყოდა მამაჩემი?“ ასეთი კითხვები კი სინამდვილეში ადამიანს ეხმარება და ამოსავალი წერტილი ხდება მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის დროს.
წყარო: takprosto