მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში დედის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ კინაღამ დედის დღის მილოცვა დაავიწყდა.
"ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, თაიგულზე კომპანიამ იზრუნა. გილოცავ, დე" - წერს შორენა.
შორენას გამომწერებმა დაუწერეს, რომ ლამაზი დედა ჰყავს: "დედა მაინც გაპატიებს", "ლამაზი დედიკო გყოლია", - სწერენ ტელესახეს კომენტარებში.
ქალი ფოტოზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. როგორც ცნობილია, დედა-შვილს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს. შორენას მამა ბავშვობაში გარდაეცვალა და მისი თქმით, დედა ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველა სირთულის დროს გვერდით უდგას.
როგორც ცნობილია, შორენას დედას ტელეეკრანებთან გამოჩენა არ უყვარს და ამიტომაც საზოგადოებისთვის მისი ვინაობა უცნობი იყო.