ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას ზღაპრული დასვენება დუბაიში (ფოტო/ვიდეო) - Marao

ქეთი ჟღენტისა და თოშა ქებურიას ზღაპრული დასვენება დუბაიში (ფოტო/ვიდეო)

2021-03-10 13:58:31+04:00


ქართველი მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან, თოშა ქებურიასთან ერთად დუბაიში ისვენებს. მოდელმა სასიამოვნო დასვენების ამსახველი სურათები გამოაქვეყნა. ორი შვილის დედა შესანიშნავ ფორმაშია და თბილი დღეებით მეუღლესთან ერთად ტკბება.

ქეთი და თოშა დუბაიში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდნენ. მანამდე წყვილი კარანტინის პერიოდს კაჭრეთის "ამბასადორში" ატარებდა.

ქეთი შესანიშნავ ფორმაშია და ყველანაირ სამოსს იხდენს. ახალ სურათებში ქეთის მოკლე, ცისფერი ჯინსის კაბა, კრემისფერი საზაფხულო ფეხსაცმელი და კრემისფერი ჩანთა აქვს  შეხამებული. ლუქს ცოტა რუჯიც ემატება, რომელიც ასევე ძალიან უხდება მოდელს.

ქეთი და თოშა სასტუმრო Jumeirah Al Naseem-ში არიან, რომელიც დუბაის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროა და  4,7-ვარსკვლავიანია.

მოდელი გამომწერებს, სურათებსა და "ინსტაგრამსთორებს" არ აკლებს და სოციალურ ქსელში ფერადი ფოტოებით ჩნდება.

კაჭრეთში ყოფნისას ქეთი წონის მომატებაზე სახალისო "სთორებს" აქვეყნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მოდელი ისევ კარგ ფორმაშია.

ქეთი ჟღენტი ქართულმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ქეთი სამოდელო კარიერას აქტიურად მიჰყვებოდა, შემდეგ თოშას შეხვდა, გათხოვდა და გრანდიოზული 2-დღიანი ქორწული გადაიხადა.

ქეთისა და თოშას ქორწილზე დიდხანს საუბრობდნენ. ცერემონია კაჭრეთის "ამბასადორში" გაიმართა. ახლა წყვილს ორი შვილი - გოგო კატერინა და ბიჭი ბუბა - ჰყავს.