"ჩემს შვილებზე ცუდი რაღაც დაწერეს, მე ვიპოვე ის ბიჭი და მოვთხოვე პასუხი, არ ჩამირევია არც სპეცრაზმი, არც პოლიცია და არც ჩემი ქმარი" - Marao

"ჩემს შვილებზე ცუდი რაღაც დაწერეს, მე ვიპოვე ის ბიჭი და მოვთხოვე პასუხი, არ ჩამირევია არც სპეცრაზმი, არც პოლიცია და არც ჩემი ქმარი"

2021-03-10 21:37:17+04:00


ხატია სიჭინავა ბერა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და "ბულინგთან" დაკავშირებით საკუთარ ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, საჯაროდ ხშირად დაუწერიათ მასზე ცუდი კომენტარები, თუმცა ხატია აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ცნობადობას თან ახლავს და ეს არავის უკვირს. თუმცა, მისივე თქმით, ერთხელ მის შვილებს ცუდად შეეხნენ და მათზე იმდენად ცუდი კომენტარი დაწერეს, რომ ეს ვერ მოითმინა.

"მოვძებნე ეს ბიჭი და აღმოჩნდა პირველკურსელი შავი ზღვის უნივერსიტეტში. არც სპეცრაზმი ჩამირევია და არც მეუღლე. თვითონ ვიპოვე და ძალიან ცუდად დაველაპარაკე, რადგან საქმე ჩემს შვილებს ეხებოდა. ამ ბავშვმა კი შეშინებულმა მითხრა, რომ რამდენი ჩემნაირი დაწერს კომენტარს, იმდენს უნდა გამოეხმაუროო? მაშინ მივხვდი, რომ ისინი ყოველ მიზეზგარეშე წერენ ამ საშინელ კომენტარებს, ოღონდ ჩვენი ყურადღება მიიპყრონ და ცუდი რეაქცია გამოიწვიონ ჩვენში", - ამბობს ხატია.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>