25 წლის მოდელის, ნინი ნებიერიძის სტილი საზოგადოებისთვის ბევრჯერ გამხდარა განხილვის საგანი. მოდელი ყოველთვის გამორჩეულად იმოსება და შვილებსაც, 3 წლის ტოკიოსა და 4 წლის თემურიკოს, დედის განსხვავებული სტილის გავლენა ყოველთვის ეტყობათ.
მოდელი ხშირად ამსხვრევს სტერეოტიპებს და სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს. ამჯერად მან 4 წლის თემურიკოს თმა მწვანედ შეუღება.

თემურიკოს მამის, ბიზნესმენ თემურ უგულავას სახელი ჰქვია. ტოკიო და თემურიკო მშობლებიდან გამომდინარე, ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტრში.

ამ ფოტოზე ნინის გამორჩეული გემოვნება განსაკუთრებით იგრძნობა. "მომწონს შენი სტილი", - უწერენ კომენტარს მოდელს.
ნინი მოსიყვარულე დედაა და უყვარს ფოტოების გადაღება. მოდელი "ინსტაგრამ" გვერდზე აქტიურად აქვეყნებს შვილების სურათებს, რომლებიც მის საკუთარ ფოტოებსაც კი აჭარბებს. "ულამაზესი ბავშვები გყავს", "რა ლამაზები არიან", - ხშირად უწერენ ნინის კომენტარებს.

მოდელი ბიზნესმენ თემურ უგულავაზე 7 წელია დაქორწინებულია. მათი ურთიერთობის სერიოზულობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან თემური ნინიზე 29 წლით უფროსია. თუმცა ორი ულამაზესი შვილი და 7-წლიანი ურთიერთობა მათი გრძნობების სიმყარეზე მეტყველებს.

როგორც ცნობილია, მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი - ბაია დავითაიასთან.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>