ცნობილი ჩოგბურთელის და ჩემპიონის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე შარლოტა ჰელენია, რომელიც ასევე ჩოგბურთელია და რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზმა მშვენიერი ჰელენი უკვე გააცნო ოჯახის წევრებს.
შარლოტა საქმროს ტურნირებზეც დაჰყვება და ამჟამად დოჰას ტურნირზე იყვნენ ერთად. გოგონა "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს ნიკოლოზთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს სხვადასხვა დოკუმენტი, სადაც ქართულად დაწერილი წინადადებებია. როგორც ჩანს, შარლოტა ქართულს სწავლობს.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე უკვე რამდენიმე წელია ჩანს და მისი ცხოვრება განხილვის საგნად მას შემდეგ მოექცა, რაც სპორტსმენი ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალში გაეხვა. აღნიშნული სკანდალი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ მიულოცა დაბადების დღე ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა შეყვარებულმა