"უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“ - მარიკა თხელიძემ მეორე მეუღლესთან ქორწინება დააკანონა (ფოტო) - Marao

"უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“ - მარიკა თხელიძემ მეორე მეუღლესთან ქორწინება დააკანონა (ფოტო)

2021-03-22 14:28:39+04:00


მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა წყვილს საერთო ფოტოები აქამდე არ გამოუქვეყნებია. მას შემდეგ, რაც მარიკა თხელიძემ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, მომღერალი და დეპუტატი მეგობრებისა და გამომწერებისგან მილოცვებს აქტიურად იღებენ.

დღეს მარიკას მეგობარმა და მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ქორწინებას აოფიციალურებს და დოკუმენტზე ხელს აწერს. "მიყვარხართ" - დაუწერა ნინიმ მარიკას და გიორგის.

წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში: „გიორგის მიმართ პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე. მალევე სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“

- ამბობს მარიკა თხელიძე.

მომღერალმა პირველად 2014 წელს იქორწინა და მისი რჩეული გიგა ანდრიაძე იყო, თუმცა ეს ურთიერთობა დამთავრდა. მარიკა თხელიძისთვის, ისევე, როგორც გიორგი მანველიძისთვის, ეს მეორე ქორწინებაა.