"საუკეთესო შედეგის მისაღებად ყოველდღე, 20 წუთის განმავლობაში ვიკეთებ" - სახის ლიფტინგ-მასაჟი ანუკი არეშიძისგან - Marao

"აი, ასეთია ჩემი კანი, საუკეთესო შედეგის მისაღებად ყოველდღე, 20 წუთის განმავლობაში ვიკეთებ" - სახის ლიფტინგ-მასაჟი ანუკი არეშიძისგან

2021-03-22 18:33:31+04:00

დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე სახის მასაჟის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

"სალამი, ლამაზო ქალბატონებო. როგორც შეგპირდით, გთავაზობთ ჩემს ვიდეოს, სადაც ლიფტინგის მასაჟს ვაკეთებ. საუკეთესო შედეგის მისაღებად მასაჟს ყოველდღე, 20 წუთის განმავლობაში ვიკეთებ. შეგიძლიათ დილით და საღამოს 10-10 წუთი გააკეთოთ. გამოიყენეთ სახის სპეციალური კრემი ან ზეთი (თუ ალერგია არ გაქვთ). კითხვების შემთხვევაში, მომწერეთ. ისიამოვნეთ და გაუფრთხილდით თავს."