ყველა სიზმარს თავისი ახსნა აქვს, სიზმარი ხომ ჩვენი ქვეცნობიერიდან ამოტივტივებული საინტერესო ინტერპრეტაციებია, რომლებიც ან უკვე მოხდა ან ოდესმე აუცილებლად, რაიმე ფორმით მოხდება. როგორც ამბობენ, ადამიანი სიზმარს ღრმა ძილის ფაზაში ნახულობს და ტვინი მას გამოფხიზლებამდე იმახსოვრებს. ალბათ, თქვენც გქონიათ ისეთი ღამე, სრულიად უცხო, ერთმანეთისგან გაუგებარი სიზმრები რომ გინახავთ და დიდი ხნის უნახავი ხალხი დაგსიზმრებიათ, მათ შორის, ყოფილი შეყვარებულები და პარტნიორები.
ნახეთ სიზმრების ახსნა - რას ნიშნავს სიზმარში ნანახი ყოფილი შეყვარებული ან პარტნიორი.
როდესაც სიზმრებში ყოფილი შეყვარებული გაიგნორებთ
საეჭვოა, რა უნდა თქვენს სიზმარში ყოფილს, თან ისე, რომ ყურადღებას არ გაქცევთ. როგორც სიზმრების ახსნაში წერია, ამ შემთხვევაში თქვენ ფიქრობთ, რომ ყოფილი პარტნიორი რეალურ ცხოვრებაში თქვენს დაიგნორებას ცდილობს, რის გამოც ქვეცნობიერმა ერთ საღამოს თქვენი წარმოდგენილი სიტუაცია სიზმარში დაგიხატათ და განახათ, თუ როგორ გაიგნორებთ ის.
თუ ახლახან დაბლოკეთ და ამოშალეთ ის მეგობრებიდან, მაშინ მსგავსი სიზმარი სწორედ დასაწყისია თქვენი ცხოვრებიდან მისი სამუდამოდ წასვლის. მარტივად რომ ავხსნათ, ამ სიზმრით თქვენ ყოფილ ურთიერთობებს უნდა დაემშვიდობოთ ან ემშვიდობებით.
როდესაც სიზმარში ყოფილი შეყვარებული გღალატობთ

არ შეშინდეთ, ეს ხომ მხოლოდ სიზმარია, თუმცა ამ ტიპის სიზმრებს შეუძლიათ ფსიქიკასა და ხასიათზე იმოქმედოს. როდესაც თქვენს ტკბილ სიზმრებში ყოფილი შეყვარებული გღალატობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მას რაღაც შეცდომას ვერ პატიობთ და ამ შეცდომის დავიწყების სურვილიც არ გაქვთ.
როდესაც სიზმარში კვლავ შეყვარებულები ხართ
მგონი, დროა, ყოფილ პარტნიორს დაურეკოთ. ასეთი სიზმარი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ურთიერთობები, მისი ოჯახი ან თქვენი საერთო მომენტები გენატრებათ.
როდესაც სიზმარში მას ენატრებით
დროა, რეალობაში დავეშვათ. არ მიაქციოთ დიდი ყურადღება იმ ფაქტს, რომ თქვენი ყოფილი სიზმრებშიც გხვდებათ. თუ მას უკვე ენატრებით, ესე იგი, თქვენ მზად ხართ, ახალი ურთიერთობა დაიწყოთ. ქვეცნობიერი სიგნალს გაძლევთ, რომ დროა უკეთესი ადამიანი მოძებნოთ.

როდესაც სიზმარში თქვენი ყოფილი ავად არის
ამ ტიპის სიზმრები დაშორებიდან მალევე ჩნდება ქვეცნობიერში, რადგან ჩვენი ტვინი მიგვანიშნებს, რომ ყოფილი ურთიერთობა არაჯანსაღი, ტოქსიკური და არასრულფასოვანი იყო და დროა განკურნება დაიწყოთ, დაივიწყოთ ის და ახალი ფურცელი გადაშალოთ.
სიზმარში ყველა სიმბოლოს და ქმედებას განსხვავებული ახსნა აქვს. ვიღაცისთვის კარგი სიზმარი შეიძლება ავის მომასწავლებელი იყოს. სიზმარი ყოველთვის რაღაცას გვანიშნებს, რაღაცაზე გვაფიქრებს და როდესაც ეს ყოფილ ურთიერთობებს ეხება, უმჯობესი იქნება დავფიქრდეთ, იქნებ ნაბიჯის გადადგმის ან რაღაცის შეცვლის დროა?
წყარო: www.cosmopolitan.com