ყოფილი მოდელი, „მის საქართველო 2003“ ირინა ონაშვილი, რომელიც 2003 წელს მსოფლიოს 20 ყველაზე ლამაზ გოგოს შორის მოხვდა, სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. მთავარი კითხვა კი, რომელიც მის ირგვლივ მუდმივად ისმის, არის, როგორ ინარჩუნებს ის ახალგაზრდულ იერსა და სილამაზეს. ამის შესახებ ირინა ონაშვილმა საკუთარ "ინსტაგრამ სთორიში" ისაუბრა და გამომწერებს ის საიდუმლოებები გაანდო, რომელთა წყალობითაც მუდმივად იმსახურებს კომპლიმენტებსა და ყურადღებას.
თუ ირინა ონაშვილი ადრე ფიქრობდა, რომ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, ახლა მისი ღამის რუტინა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ყოფილმა მოდელმა ლამაზი და ელასტიკური კანის სტრუქტურა შეინარჩუნოს, არაერთ პროდუქტს იყენებს, მათ შორის, მიცელარულ წყალს, თვალის გარშემო, ყელისა და სახის კანის დამატენიანებლებს.
ირინა ონაშვილი ყველა ქალს ურჩევს, სწორად განსაზღვრონ საკუთარი კანის ტიპი და გამონახონ დრო მის მოსავლელად.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>