"თუ შვრიის ფაფა მოგბეზრდა, ეს რეცეპტი შენთვისაა" - ნუცა სურგულაძის გემრიელი და მარტივი საუზმის ახალი რეცეპტი - Marao

"თუ შვრიის ფაფა მოგბეზრდა, ეს რეცეპტი შენთვისაა" - ნუცა სურგულაძის გემრიელი და მარტივი საუზმის ახალი რეცეპტი

2021-03-31 23:46:19+04:00


კულინარიული პროექტის, "მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საზოგადოებას თავის რეცეპტებს ხშირად უზიარებს. ნუცამ გამომწერებს შვრიის ნამცხვრის ორიგინალური რეცეპტი გაუზიარა, რომელიც გემრიელი საუზმის მოსამზადებლად უმარტივესია.

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭიქა შვრია
  • ერთი კვერცხი
  • ერთი ბანანი
  • ნახევარი ჭიქა რძე
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი
  • ერთი კოვზი თაფლი
  • ნახევარი კოვზი დარიჩინი
  • ერთი კოვზი მიწის თხილის კარაქი
  • შოკოლადი

მომზადების წესი:

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, ათქვიფეთ ბლენდერში და ჩაასხით საცხობ ფორმაში. შეგიძლიათ მასა რამდენიმე პორციად გადაანაწილოთ. შედგით მიღებული მასა 200 გრადუსზე 15 წუთით ღუმელში და გემრიელად მიირთვით.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>