ჩვეულებრივ, როცა საკვების სასარგებლო თვისებებზე ლაპარაკობენ, მხედველობაში აქვთ საკვების ბიოქიმიური შემადგენლობა და მისი სიახლე. აი, პროდუქტის ფერზე კი არასდროს დავფიქრებულვართ.
სხვათა შორის, ფერს აქვს ენერგია, რომელიც მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ გუნება-განწყობილებაზე, ემოციებსა და გონებაზე, ეს ძალა ფართოდ გამოიყენება ტანსაცმლისა და ინტერიერის მაგიაში და საკვებშიც შეიმჩნევა - პროდუქტის ფერი ზემოქმედებს განსაზღვრულ ჩაკრაზე, ჩვენი ორგანიზმის ფსიქოენერგეტიკულ ცენტრზე.
წითელი და ვარდისფერი პროდუქტები (წითელი ხორცი, პომიდორი, ალუბალი, ხენდრო, წიწაკა) აძლიერებს ნებისყოფას, აგრესიას, აქტიურობას, შეუპოვრობას, სექსუალურ მიმზიდველობას.
ზედმეტად აღგზნებული და ჯიუტი ადამიანი წითელი პროდუქტის მიღებას, განსაკუთრებით კი, წითელ ხორცს უნდა მოერიდოს.
ზრდასრულმა ჯანმრთელმა ადამიანმა რაციონში უნდა შეიტანოს ფორთოხლისფერი პროდუქტები (პირველ რიგში, ციტრუსები, სტაფილო, გოგრა, გარგარი).
ეს შესანიშნავი ფერი სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და საქმეშიც წარმატებას მოგიტანთ - უფრო შრომისუნარიანი გახდებით, ცხოვრებისეული ძალაც მოგემატებათ და დასახული მიზნის მიღწევაც გაგიადვილდებათ.
თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი სექსუალურად ნაადრევად მომწიფდეს, მოზარდებს სქესობრივი მომწიფებისას, დღეში მხოლოდ ერთი სტაფილო და ერთი ფორთოხალი აკმარეთ.
ყვითელი პროდუქტები ორგანიზმს მზით ავსებს ძალიან კარგია, თუ გიყვართ ვაშლი, მსხალი, ბანანი, კარაქი, ზეთი, სიმინდი, მაკარონი...
ყვითელი ხელს უწყობს ენერგოინფორმაციული ცვლის ნორმალიზებას, რის გარეშეც ადამიანებს შორის ურთიერთობა წარმოუდგენელია. ეს არის ჰარმონიის, გრძნობისა და აზრის ფერი, რომელიც ოპტიმიზმით აგავსებთ და სიცოცხლეს გაგიხალისებთ.
ყვითელი ფერი გაგაფრთხილებთ და შეგაჩერებთ უგუნური საქციელის ჩადენისგან.
ის ადამიანები, ვის რაციონში ბევრი ყვითელი პროდუქტია, კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული არიან და საქმეშიც უმართლებთ.
ყვითელი პროდუქტების ერთადერთი ნაკლი მისი კალორიებია. იქნებ, სწორედ ამის ”ბრალია”, რომ მსუქნები, როგორც წესი, გამხდრებზე კეთილები არიან?
დიეტოლოგები გვირჩევენ, რაც შეიძლება მეტი მწვანილი მივირთვათ, ეზოტერიკის თვალსაზრისით კი მწვანე ფერის პროდუქტი გაგიძლიერებთ ერთგულებისა და სიყვარულის უნარს, ინტუიციას. სულაც არ არის გასაკვირი, რომ იმ მწვანილს, რომელსაც ჩვენ სიამოვნებით გეახლებით, ჯადოსნები და სახალხო მკურნალები მაგიურ ნაყენებში იყენებენ.
ვინც ცოტა მწვანილს მიირთმევს, იგი ვერ აღიქვამს სილამაზეს და ზედმეტად კირკიტაა, თუმცა არც გადამეტება ვარგა. ბევრი მწვანილის მოყვარული ნერვიული და მგრძნობიარეა, იოლად ითვისებს სხვებისგან ასტრალურ საზიზღრობებს.
ამიტომ უმჯობესია თუ ბავშვებს მწვანე სალათის ფოთლებს არ მივცემთ. მამაკაცზე უკეთ მწვანილს ქალი ”ეგუება”. უცნაურია, მაგრამ მამაკაცისგან განსხვავებით, მათ ბუნებრივ ემოციურობას საფრთხე არ ემუქრება.
ლურჯი და იისფერი პროდუქტი ბუნებაში არც ისე ბევრია, თუმცა მაინც არის - ყურძენი, ქლიავი, შავნაყოფიანი ცირცელი და ბადრიჯანი.
ამ ფერის საკვებს იშვიათად ვიღებთ, მაგრამ თუ სავსებით ამოვიღებთ რაციონიდან, დროსთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნება - ან ყველგან დავიგვიანებთ, ან პირიქით, ადრე მივალთ და ცხოვრებისეულ სწორ ტემპს ალღოს ვერ ავუღებთ.
თუ ადამიანი ამ ფერის პროდუქტებს უგულებელყოფს, არ გაგიკვირდეთ, თუკი ხშირად ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რითაც თავსაც ავნებს და სხვებსაც.
თეთრი ფერის პროდუქტებსაც (თეთრი ხორცი, ბრინჯი, რძის ნაწარმი) განსაზღვრული თვისებები ახასიათებს. იგი გვათავისუფლებს ენერგეტიკული ჭუჭყისგან, დადებითად ზემოქმედებს ინტელექტზე, გამშვიდებთ.
მაგრამ თუ ზომა არ იცით, მაშინ ადამიანი ხდება პასიური, ზედმეტად მომთმენი და საკუთარ თავს ვერ იცავს. რაციონში თეთრი პროდუქტის შეტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ქალაქელისთვის, ანუ ვინც გამუდმებით მოძრაობს, ფორიაქობს და უზომოდ იღლება.
ყავისფერი პროდუქტები (ჭვავის პური, კარტოფილი, ყავა, შავი ჩაი, შოკოლადი) ხელს უწყობს ერთი ენერგიიდან მეორეში გადასვლას, ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ ძალას.
მათი წყალობით გარედან მიღებულ ინფორმაციას ჩვენი გონება საგულდაგულოდ არჩევს და რჩება მხოლოდ ის, რაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობისთვის არის მისაღები. თუ ამ პროდუქტებს დიდი რაოდენობით მიიღებთ, თავს უბედურად, დაჩაგრულად იგრძნობთ.
მაგრამ თუ შოკოლადის და ჭვავის პურის ჭამისას ზომიერებას დაიცავთ, წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ.