გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ოჯახური იდილია და შვილისადმი მიძღვნილი ტკბილი სიმღერა (ვიდეო) - Marao

გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას ოჯახური იდილია და შვილისადმი მიძღვნილი ტკბილი სიმღერა (ვიდეო)

2021-04-03 17:50:48+04:00


მსახიობი და ტელწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო. გიორგი ახმეტელის თეატრის მსახიობია, რამდენიმე წლის წინ, ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავთ. ცხადაძის მეუღლე  ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა, სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულში" მუშაობენ.

გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ, წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. გიორგი და სალომე 2015 წელს შეუღლდნენ.

გიორგი პროექტ "მოხლოდ ქართულში" გამოჩენის დღიდან ძალიან მალე პოპულარული გახდა, ამავე პერიოდში წყვილი ერთად რამდენიმე გადაცემაშიც გამოჩნდა.

სალომეს და გიორგის ულამაზესი გაცნობის ისტორია აქვთ და ეს არაერთ გადაცემაში მოუყოლიათ. წელს მათ ოჯახს პატარა წევრი შეემატა.

ნენე ცხადაძე 26 ივლისს გაჩნდა, ეს სიახლე მსახიობმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ახარა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში ასეთია - სწრაფი რეისით პლანეტა K2012-დან ნენე ცხადაძე ჩამოფრიდა ძალიან ბედნიერი ვარ" - დაწერა გიორგი ცხადაძემ "ინსტაგრამზე".

ნენე უკვე წამოიზარდა და როგორც ამბობენ, პატარა ანგელოზი ძალიან ჰგავს გიორგის.

რამდენიმე დღის წინ, სალომემ "ინსტაგრამზე" ვიდეო დადო, სადაც გიორგი ბენდთან ერთად ნენეს უმღერის, გოგონა მამას უცინის და სიმღერას წყნარად უსმენს.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>